კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს შსს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალოვან უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს

8 ივლისი, 2011

ცხინვალში ქართველი სამართალდამცველების მიერ ძებნილი ირაკლი სააკაშვილი და გაბრიელ ბაშარული დააკავეს.

სამხრეთ ოსეთის უშიშროების დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილისა და ბაშარულის დაკავების შესახებ ოსურ მხარეს საქართველოს შსს-მ ივნისის ბოლოს მიმართა.

ამავე წყაროს ცნობით, ძებნილები თავს ახალგორის რაიონის ტერიტორიას აფარებდნენ.

ამჟამად დაკავებულები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურში იმყოფებიან, მომავალში კი მათი ქართული მხარისთვის გადაცემა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია ცოტა ხნის წინათაც გავრცელდა. მაშინ საქმე ეხებოდა კიდევ სამ ძებნილს, რომლებსაც ქართული მხარის თხოვნით, დე ფაქტო  ძალოვანები ეძებდნენ.

Humanrights.ge

ახალი ამბები