01:09, Monday, 18.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოს საპატიმროებში წამების ფაქტები გახშირდა

08.07.2011

 მარიამ იმერლიშვილი

„მინდა, წინასწარ განვაცხადო - ვარ ღრმად მორწმუნე ადამიანი და თავის მოკვლას არ ვაპირებ. თუ ციხეში მკვდარი მიპოვეს, ე.ი მომკლეს“, - ასე იწყება მსჯავრდებულის  წერილი, რომელიც ერთ-ერთია იმ პატიმართაგან, რომლებიც დღეს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლნი არიან.

უფლებადამცველებისთვის ახალი ამბავი აღარ არის ის, რომ საქართველოს ციხეებში გაუსაძლისი პირობებია. მდგომარეობა თანდათან უარესდება, რამაც, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. 

6 ივლისს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების თაობაზე. დისკუსია „მედია-ცენტრის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დააფინანსა ფონდმა „ეროვნული წვლილი დემოკრატიაში“.

საჯარო დისკუსიის ორგანიზატორი იყო ადამიანის უფლებათა სახლი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სახლის წევრი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი და „კონსტიტუციის 42 მუხლი“. ასევე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტტა ასოციაცია და სახალხო დაცველის ოფისის წარმომადგენლები.

მოწვეულმა სტუმრებმა, რომლებიც „თბილისის ადამიანის უფლებათა  სახლის“ წევრ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, მოხსენება გააკეთეს საპატიმრო დაწესებულებებში არასათანადოდ მოპყრობის ფაქტებზე, სტრატეგიულ სამართალწარმოებასა და დაუსჯელობის სინდრომზე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში.

 სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ნათია იმნაძის თქმით, საკმაოდ ხშირია ფაქტები არასათანადო მოპყრობის, როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ისე სამკურნალო დაწესებულებებში. მან გაიხსენა რამდენიმე ფაქტი იმ უთვალავ შემთხვევას შორის,რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.

„2010 წელს მოხდა საკმაოდ სერიოზული შემთხვევა გეგუთის N14 დაწესებულებაში,სადაც პატიმრის გარდაცვალებას მოჰყვა სხვა პატიმრების პროტესტი შიმშილობის სახით, შედეგად, სპეცდანიშნულების რაზმმა აიძულა მოშიმშილეები  მიეღოთ საკვები, წინააღმდეგობის გამწევნი სცემეს და აღმოსავლეთ საქართველოს დაწესებულებებში გადაიყვანეს. 2009 წელს ფიზიკურად გაუსწორდნენ უშანგი გორდელაძეს პოლიციელები  თუ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების თანამშრომლები  ჯერ კიდევ გაურკვეველია.ეს იყო წამების აშკარა ფაქტი,იგი გარდაიცვალა ქალა - ტვინის ტრავმით.
 
ყურადღების მიღმა არც 26 მაისს მომხდარი ძალის გადამეტება დარჩენილა, რაზეც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ ისაუბრა: „საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, თუ რა დინსტანციიდან უნდა იყოს გამოყენებული რეზინის ტყვია. ებრაული სტანდარტი შემდეგია: არ შეიძლება რეზინის ტყვიის გამოყენება 40 მ-ზე ნაკლები დინსტანციიდან. 26 მაისს კი რეზინის 5-6 მეტრის დინსტანციიდან ისროდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბესო ტაბატაძემ მხედველობაც კი დაკარგა რეზინის ტყვიის სახეში დამიზნებით სროლის შედეგად“.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ჟურნალისტებზე, რომელთა წინააღმდეგაც გამოიყენეს ძალადობა. უფლებადამცველები სამოქალაქო წესით ითხოვენ სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურებას მედიის დაზარალებული წარმომადგენლებისთვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა გაიხსენა ის ფაქტები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით იქნა ჩადენილი: „2009 წელს თბილისის N 8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში  პატიმარს არასწორი მკურნალობის შედეგად დაეწყო ტკივილები სასქესო ორგანოზე, შედეგად მას გაუკეთეს ამპუტაცია, ისე რომ ამის შესახებ ბრალდებულმა არაფერი იცოდა. ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმარი ცემის შედეგად სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს“.

დისკუსიაში აუდიტორიაც ჩაერთო, მათ ისაუბრეს იმ შედეგებზეც, რასაც არასათანადო მოპყრობა იწვევს ზოგადად ინდივიდსა და საზოგადოებაზე, განხილვის საგანი იყო იმ ადამიანის ფსიქიკა, რომელიც აწამებს მეორე პირს და ამის გამო არ განიცდის სინდისის ქენჯნას.

როგორც წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლელა ცისკარიშვილმა განგვიმარტა, „მწამებლები, ძირითადად, არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ ემოციურად მდიდარი და დატვირთული ბავშვობა, იზრდებოდნენ მოძალადის ოჯახში ან სულაც ოჯახის გარეშე“.

დისკუსია ძალზედ ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა. აუცილებელია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს ქვეყანაში მომხდარ არაადამიანური ფაქტების შესახებ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC