კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიასახლ „პალიტრის“ განცხადება „ფოტორეპორტიორების საქმესთან“ დაკავშირებით

8 ივლისი, 2011

„მედიაპალიტრა“ ფოტორეპორტიორების – გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძის დაკავებას ეხმაურება.

აღვნიშნავთ, რომ გიორგი აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები სხვადასხვა დროს მუშაობდნენ "მედიაპალიტრის" სხვადასხვა  გამოცემებში. მათ ვიცნობთ, როგორც საქმის პროფესიონალებს, თავისი ქვეყნის ერთგულ ადამიანებს.

ირაკლი გედენიძის ფოტოობიექტივის დაფიქსირებულია 9 აპრილის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, სამაჩაბლოს, აფხაზეთის, სამოქალაქო ომები, ვარდების რევოლუცია და აჭარის ცნობილი მოვლენები.

გიორგი აბდალაძის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სიცოცხლის რისკის ფასად გადაღებულმა ფოტოებმა შეძრა მსოფლიო და აჩვენა ყველას ის ტრაგედია, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა.

ამ ადამიანების ფოტოობიექტივი საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე და ბედნიერ წუთებს ასახავს, მედიასახლის ფოტოარქივში მათ მიერ გადაღებული ფოტოები დღემდე ინახება, სწორედ ამიტომ ჩვენთვის გამაოგნებელია მათი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ამ დრომდე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რის საფუძველზე დააკავეს ფოტორეპორტიორები; ვითარებას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის საქმისთვის „საიდუმლო“ გრიფის დადება.

ჩვენ მოვითხოვთ ფოტორეპორტიორების დაკავების რეალური საფუძვლის საჯაროობას და საქმის გარემოებების გამჭვირვალობას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები