კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ ფოტორეპორტიორების საქმისთვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვს

11 ივლისი, 2011

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ ხელისუფლებისგან ფოტორეპორტიორების საქმისათვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვს.

კოალიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ასევე ითხოვენ, გამოძიების პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვას.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი ინტერესის იგნორირება. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში საქმის დეტალები არ იქნება ცნობილი, აღნიშნული ქმედება ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მედიასივრცესა და ქართულ ჟურნალისტიკაზე პირდაპირ წნეხად, დაკავებული პირები კი სინდისის პატიმრებად ჩაითვლებიან“, - აცხადებენ კოალიციის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, კოალიცია ჟურნალისტების პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით მიმართავს სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობას და გამოიყენებს საზოგადოებრივი ზეწოლის ყველა საშუალებას.

„მიგვაჩნია, რომ დღეს ინფორმაციის სიმწირის გამო, საზოგადოებას საშუალება არ აქვს, სრულფასოვნად შეაფასოს მოვლენები და სწორი დასკვნები გამოიტანოს. ინფორმაცია ფრაგმენტული და არადამაჯერებელია. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება განზრახ უმალავს საზოგადოებას საქმის დეტალებს და ქართული მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას ახდენს“, - აცხადებენ კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ წევრები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები