კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა საპროტესტო აქცია ოზურგეთშიც გაიმართა

11 ივლისი, 2011

ოზურგეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოსთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია დასრულდა.

ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს წინ დღეს ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

ჟურნალისტების აქცია ტრანსპარანტებით „მე ფოტოგრაფი ვარ“, „შეწყდეს აგენტების ძებნა მედიაში“ ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიგა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ვიდეო-ფოტო გადაღები შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„რას მიღებთ? აგენტების გარდა, სხვა მხარდასაჭერი ვერ ნახეთ?“ - მიმართა ჯაფარიძემ „გურია ნიუსის“ რეპორტიორს, რომელიც პოლიციის სამმართველოსთან აქციის მსვლელობას აფიქსირებდა.

წინასწარ დაანონსებულ აქციას პოლიტიკური პარტიებიდან „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ლიდერები შეუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორის, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის, ია მამალაძის თქმით, აგენტების ძიება საქართველოში საშიშ სახეს იღებს და თითოეული ჟურნალისტს საფრთხე ემუქრება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ ორგანიზებული აქცია, დაკავებული ფოტოკორესპონდენტების - ზურაბ ქურციკიძის (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი) და გიორგი აბდალაძის მხარდასაჭერად მოეწყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები