კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ს საელჩოს ჟურნალისტებმა ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლების თხოვნით მიმართეს

11 ივლისი, 2011

ინტერპრესნიუსი

11 ივლისს ჟურნალისტებმა აშშ-ს საელჩოში შეიტანეს „ალია ჰოლდინგის“ მიერ ინიცირებული განცხადება დაკავებული ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის თავდებით გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ. განცხადებას ხელს 100-მდე ჟურნალისტი აწერს.

ჟურნალისტების ნაწილმა კი დოკუმენტში დააფიქსირა, რომ ისინი ითხოვენ ირაკლი გედენიძის თავდებით გათავისუფლებასაც.

„ალია ჰოლდინგის“ განცხადება მხოლოდ აბდალაძეს და ქურციკიძეს ეხებოდა იმ მოტივით, რომ გედენიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ ბრძანდებით დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლები და იწონებთ საქართველოს დემოკრატიულ კურსს. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ქართველი ფოტორეპორტიორები და აღნიშნულ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო. ჩვენთვის აბსოლუტურად ბუნდოვანია, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ. ის მასალები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, არათუ პასუხს სცემს კითხვებს, არამედ უფრო მეტ კითხვას ბადებს. დაკავებული ფოტორეპორტიორები თანამშრომლობდნენ ამერიკულ და ევროპულ სააგენტოებთან და ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას. ერთ-ერთი დაკავებული გიორგი აბდალაძე, რომელსაც მე-5 დღეა მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული, „ასოშეიტედ პრესის“ სტრინგერია. ხოლო მეორე ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტორეპორტიორია საქართველოში.

პრაქტიკულად, საქართველოს ხელისუფლება ევროპის პრესფოტო სააგენტოს აცხადებს რუსეთის სპეცსამსახურების საფარქვეშ მოქმედ ორგანიზაციად. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა ქართულ მედიაზე და ფოტორეპორტიორების დაკავება არა მათ დანაშაულებრივ ქმედებას, არამედ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული პირადი ანგარიშსწორება. ჩვენ გვაქვს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხს ვერ ვიღებთ და მხოლოდ თქვენი დახმარების იმედი დაგვრჩა. მხოლოდ თქვენ ჩარევის შემთხვევაში შეიძლება ამ საქმეს მოეხსნას საიდუმლო გრიფი და დაკავებულები გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. ყველა ხელიმომწერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება თავდებში ვუდგებით დაკავებულებს. ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. მოგმართავთ თხოვნით, დროულად ჩაერთოთ და მოახდინოთ სათანადო რეაგირება, დრო ცოტაა. დაკავებული ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია“.

განცხადება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებსაც გადაეგზავნათ. მიმართვას ხელს 93 ადამიანი აწერს.

ახალი ამბები