კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრები სახალხო დამცველს შეხვდნენ

12 ივლისი, 2011

11 ივლისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრები სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს შეხვდნენ. ეთიკის საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველთან შეხვედრაზე განიხილეს, რა მექანიზმები არსებობს, რომ ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას. ასევე, ეთიკის საბჭოს წევრებს აინტერესებდათ, როგორია დაკავებული ფოტორეპორტიორების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შეხვედრა ნახევარ საათზე მეტს გაგრძელდა. სახალხო დამცველმა ეთიკის საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ომბუდსმენის განცხადებით, მისი რწმუნებულები დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ციხეში ყოველდღიურად ნახულობენ და მოპყრობის მიმართულებით მონიტორინგს ახორციელებენ. ომბუდსმენის თქმით, იმის გამო, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, მას მასალების გაცნობის უფლება არ აქვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები