კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უტიაშვილი: „ქურციკიძე - დიდი გამოცდილების მქონე აგენტია, მან ეს ორი კაცი „დაავერბოვკა“

12 ივლისი, 2011

„ტრიბუნა.ge“  შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის, მიერ რუსული გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემული ინტერვიუს სრულ ვარიანტს გთავაზობთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი  შოთა უტიაშვილი შეეცადა აეხსნა "Ъ"  -ს სპეციალური კორესპონდენტის ოლგა ალიონოვასთვის,  რატომ ხდება ასე ხშირად საქართველოში  ჯაშუშური სკანდალები.

- უნდა გითხრათ, რომ  ოთხი დაკავებული ჟურნალისტის ისტორია ეჭვს ბადებს. ერთი კიდევ დასაშვები იყო,  მარგამ ოთხივე ერთდროულად - ჭკვიანები, განათლებულები, მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც აქვთ შემოსავალი და ადგილი საზოგადოებაში, მათ აქვთ რაღაც დასაკარგი, - ამის დაჯერება უბრალოდ წარმოუდგენელია.

- პირველ რიგში, არა ოთხი, არამედ - სამი ...

- დიახ, მართალია, ქალი გაათავისუფლეს, მაგრამ ის პატიმრობაში ორი დღის განმავლობაში იყო.  და სხვა ჟურნალისტები?

- რატომ უწოდებთ  მათ ჟურნალისტებს? ერთი საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფია, მეორე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფოტოგრაფი. ისინი ოფიციალური პირები არიან.

- არა, ისინი ფოტოგრაფები არიან...

- არა, ისინი საჯარო მოხელეები არიან. ისინი სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები არიან. მათი მისიაა - გადაღება და გადაღებული სურათების პრესსამსახურისთვის მიწოდება. ამის ნაცვლად, ისინი  საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ.

- რომელს?

- ნახეთ  ჩვენი სამინისტროს მიერ გავრცელებული ფილმი?

- მე იქ ვერაფერი ისეთი ვერ დავინახე.  სატელეფონო საუბრებია,  ადამიანები ფოტოების ჰონორარის საბანკო ანგარიშით გადარიცხვაზე საუბრობენ.

- არა, მე სატელეფონო საუბრებზე არ ვამბობ. იმ დოკუმენტებზე ვსაუბრობ, რომლებსაც ისინი გადასცემდნენ. ამ დოკუმენტებს ”გრიფით საიდუმლო” ადევს, და ადამიანს, რომელსაც კითხვა შეუძლია, გაიგებდა, რომ ეს სადუმლო ინფორმაციაა და მისი გადაცემა არ შეიძლება.

- რა სქემა?

- მაგალითად, სქემა პრეზიდენტის რეზიდენციისა  - რაში უნდა სჭირდებოდეს უბრალო ფოტოგრაფს მისი სადმე გადაგზავნა? ან, რაში უნდა სჭირდებოდეს უბრალო ფოტოგრაფს გაეროში მომუშავე საქართველოს მოქალაქეების სიების გადაგზავნა - და  ეს ყველაფერი გადასცე ადამიანს, რომლის  მიზნებიც შენთვის აშკარაა?

- იცით,  მე ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ პუტინის ან მედვედევის ვიღაც ფოტოგრაფმა  რეზიდენციის სქემა ნახოს და გადაიღოს და გადააგზავნოს. მას, უბრალოდ, ასეთ ინფორმაციასთან არავინ მიუშვებს. როგორ შეიძლება, უბრალო ჟურნალისტს ხელის მიუწვდებოდეს ამ მასალებზე? ისე გამოდის, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, დაეცვა ასეთი ინფორმაცია. ჟურნალისტს კი, უბრალოდ, შეუძლია გადაიღოს - მას ამის გაკეთება ავტომატურად შეუძლია.

- კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ისინი არ არიან ჟურნალისტები, ისინი სახელმწიფო მოხელეები არიან. და ამიტომაც იყო მათთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი.  თუმცაღა, გამოძიება დაადგენს, როგორ მიიღეს მათ ეს ინფორმაცია.  გედენიძე პრეზიდენტის  პირადი ფოტოგრაფია.  ის პრეზიდენტთან ერთად ატარებს საკუთარი სამუშაო დროის  ნახევარს.  აი პესკოვი,  მაგალითად, იგი შეიძლება  ფლობდეს ასეთ ინფორმაციას?

- მაგრამ ეს სულ სხვაა.  ამ შემთხვევში უბრალო ფოტოგრაფზე ვსაუბრობთ.

- დიახ, ოდნავ განსხვავებული, მაგრამ მიუხედავად ამისა. პოლიციელი  ფოტოგრაფი, რომელიც ოპერატიულ ინფორმაციას იღებს -  ჟურნალისტი კი არ არის, არამედ, ოპერატიული თანამშრომელია და მისი მოღვაწეობის პერიოდში ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვას   კანონი ავადებულებს. იგივეა ამ ფოტოგრაფების შემთხვევაშიც.

მე მესმის თქვენი აღშფოთება. მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ამბავი არანაირ საიამოვნებას ჩვენ არ გვანიჭებს.  აზრს ვერ ვხედავ, იმაში რომ საკუთარი თავი შევირცხვინოთ და პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი უმიზეზოდ ჩავსვათ. ქურციკიძე - დიდი გამოცდილების მქონე აგენტია. მან ეს ორი კაცი „დაავერბოვკა“. გედენიძეს არჩევანის საშუალება ჰქონდა - ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიემართა, ეთქვა რომ აშანტაჟებდნენ, ან უნდა გაეგრძელებინა. მან ბოლო  ვარიანტი არჩია.

- და რა ელით მათ?

- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი,  მაგრამ ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. მათ უნდა სცოდნოდათ, რას ნიშნავს, როცა შენ  მიერ ხელმოწერილი პოლიტიკოსების ფოტოების გამოგზავნას გთხოვენ უცხო სააგენტოში.

- მაგრამ, ბევრი ფოტოგრაფი აკეთებს ამას.

- ეს ფოტოგრაფები, რომლებიც საჯარო მოხელები არიან არ ქონდათ ამის გაკეთების უფლება.  წარმოიდგინეთ, რომ "Ъ" -ს ფოტოგრაფმა ”Ведомости”-ს  გადაუგზავნოს ფოტოები.  ექნება მას პრობლემები?

- და რა არის აქ  პრობლემა - ის, რომ მან დაარღვია კორპორატიული წესდება, თუ  ის, რომ მან სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებით ჩაიდინა დანაშაული?

- თავდაპირველად, მან მხოლოდ კორპორაციული წესდება დაარღვია, და ეს მისთვის ხაფანგად იქცა. თუ ის მოვიდოდა და განაცხადებდა, რომ ასე და ასე იყო, მე შეცდომა დავუშვი, ეტყოდნენ:  კარგია, რომ თქვი, წადი განაგრძე მუშაობა.

მსგავსი რამ მოხდა მაისაიას შემთხვევაშიც (სამხედრო ექსპერტი,   გასამართლებული რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით - "Ъ") - თავდაპირველად, ის  მიიწვიეს რაღაც კონფერენციაზე,  შემდეგ  სემინარზე, შემდეგ  სთხოვეს რაღაც მასალების გადაგზავნა.  მერე მოსთხოვეს,  ის ხაზი გადაეკვეთა, რომლის გამოც  დაისჯებოდა. და მან დაიწყო ჩვენი სამხედრო შენაერთების ადგილმდებარების შესახებ ინფორმაციის გადაცემა. 
 
- ისევ იგივე კითხვა მაქვს,  ექსპერტს, როგორ შეეძლო,  გადაეცა  სახელმწიფო საიდუმლოება?

- ის სამხედრო ექსპერტია.  ნატოში, ჩვენს მისიაში მუშაობდა  და  კარგი კავშირები ჰქონდა.

- თბილისში დადის  ჭორები, რომ სკანდალი  ფოტოგრაფებთან დაკავშირებით სულაც არ არის ჯაშუშობასთან კავშირში, ამბობენ რომ ამ  ფოტოგრაფებმა გადაიღეს პრეზიდენტის პირადი ცხოვრებიდან ისეთი რამ, რისი გადაღებაც არ შეიძლებოდა, და სწორედ ამიტომაც დაიჭირეს ისინი. რამდენჯერმე მოვისმინე ეს ვერსია.

- არა, ეს უკვე სასაცილოა. უარყოფაა იმისა რაც არასდროს ყოფილა, უბრალოდ სულელურია. ეს ვერსია მათთვისაა, ვისაც ჭორები უყვარს. დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდებები საიდუმლო ინფორმაციის  გადაცემის შესახებ  საფუძვლიანი და დამაჯერებელია.

- იქნებ ჭორები იმიტომ გავრცელდა, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა? რატომაა ასე მცირე?

- ასეთ შემთხვევებზე ყოველთვის მცირე ინფორმაციაა. არავინ არასდროს  გაახმაურებს ამ დოკუმენტების  შინაარს. სავარაუდოდ, გამოძიება და სასამართლო პროცესიც  დახურულ რეჟიმში გაიმართება. იმიტომ, რომ საქმე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.

- რატომ ხურავთ პროცესს, როცა ასე მაღალია  საზოგადოებრივი ინტერესი? თქვენ შეგიძლიათ დახუროთ ნაწილი მოსმენებისა, როდესაც ეს დოკუმენტები იქნება გამომზეურებული.  ამ პროცესის დახურვა უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს ამ მოვლენებისადმი.

-  ამას მე ვერ ვწყვეტ.

- რატომაა, რომ  ბოლო პერიოდში საქართველოში, გახშირდა ჯაშუშური სკანდალები? ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში უკვე არსებობს უნდობლობა ასეთი პროცესებისადმი. ეს მართლაც აგენტომანიას ჰგავს.

- არა მგონია, რომ ვინმეს ამ პროცესების მიმართ უნდობლობა  გაუჩნდა.  მკითხეთ რომელიმე მათგანზე და გიპასუხებთ.

- მე უბრალოდ არ მესმის, რატომ უნდა უნდოდეთ რუსეთის აგენტებს ბომბის  აფეთქება  გორში, ამერიკის საელჩოსთან, სადგურის ...

- ბომბები ხომ აფეთქდა.

- მაგრამ, რატომ?

- ეს მე არ უნდა მკითხოთ. გასული  წლის  მაისიდან დაიწყო ტერორისტული აქტები, რომელიც ამა წლის ივნისამდე გაგრძელდა. ჩვენ მხოლოდ ფაქტები ვიცით, ამ ქსელის ჯაჭვი. მაგრამ არა  ვერტიკალში. ისინი არც ისე პროფესიონალურად მუშაობდნენ,  მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ადამიანებმა, სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურებიდან 12 ტერორისტული აქტი მოაწყო, რომლის დროსაც დაიღუპა ორი ადამიანი. რატომ აკეთებენ ამას გაურკვეველია. მაგრამ ეს რომ ხდება ფაქტია. ამფეთქებლები არც კი ცდილობენ ამის დაფარვას - „ეფ-ეს-ბე“-სა და  "გრუ"-ს ოფიცრებთან კავშირს. უკვე 30 კაცი დავაკავეთ, ძალიან ადვილი გასაშიფრია, პირდაპირი კონტაქტებია.

- ვინა არიან ეს ამფეთქებლები?

- აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან არიან. ყველა შემთხვევა ერთნაირია. სრული დაუცველობის პირობებში გამოჩნდება სამხედრო, ან სამხედროს მაგვარი და შესთავაზებს ”კრიშას” ფულს, ცხოვრებას მოუწყობს, მერე კი უნდა "გადაიხადო", და უნდა ჩაიტანო ბომბა თბილისში.

- რას ნიშნავს "სრული დაუცველობის პირობებში"?

- ეს ადამიანები არიან ქართველები -  ახალგორიდან ან გალიდან. ისინი იქ  დაუცველები არიან. მაგრამ  ყველა მათგანს აქვს  საქართველოს მოქალაქის პასპორტი და  შეუძლია  თავისუფლად გადაადგილება საქართველოში. ბოლო დროის შემთხვევას მოგიყვებით. გალელ ქალბატონს რუსი ოფიცერი ესაუბრა და შესთავაზა, გადაეტანა ბომბი - 5 ათას დოლარად დასთანხმდა. ოფიცერი დაჰპირდა, რომ მსხვერპლი არ იქნებოდა,  მხოლოდ აფეთქება მოხდებოდა. ქალმა  იფიქრა, ამ თანხით ცხოვრებას მოიწყობდა,  მისი შვილი ციხეშია და მის ოჯახს დაეხმარებოდა. კიდევ ერთი შემთხვევა - კონტრაბანდისტი, რომელისთვისაც  ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარგი ურთიერთობის დამყარება საბაჟოს უფროსთან.

უფროსმა უთხრა: „გადაიტანე რაც გაგიხარდება, მაგრამ მერე მე დამეხმარები, როცა გთხოვ“... და ბომბის გატანა მოსთხოვა. ესეც გალის რაიონში მოხდა.

- და მათ არ შეუძლიათ, უარი თქვან?

- უარის თქმა ყველას შეუძლია. და ამიტომაც ჩვენ  ამ ამბებს „ვაპიარებთ“,  რათა ნათელი გახდეს, რომ თუ თქვენ ანკესზე წამოეგეთ, უმჯობესია, მოხვიდეთ  პოლიციაში და მოგვიყვეთ ყველაფერი. და რომ  ასეთი თამაშებით  თამაში - ძალიან დიდი რისკია.

- მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებს რაში სჭირდება ყოველივე  ეს?

- და რას კარგავენ ისინი ამით? აფეთქებებიც და აქციებიც - ყველა ერთი და იგივე ოპერიდანაა. გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, შექმნან დესტაბილიზაცია. ალბათ ვინმე შეეწირება ამას, საქართველოსთვის კი  ცუდი „პიარი“ იქნება. და თან ეს ძვირი არ გიჯდება.  ამ „პროქტის“ ბიუჯეტიდან კი, ჯიბეში კარგი თანხის  ჩადებაც შეიძლება. ეს სარფიანი ბიზნესია. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ მოსკოვში ბურჯანაძის მიტინგი წარმატებულ ოპერაციად მიიჩნია.  ბომბებთანაც იგივეა. ზემოდანაა ბრძანება - იმუშავეთ საქართველოზე,  აკონტროლეთ სიტუაცია და ამისთვის ფული არ დაიშუროთ“. ჰოდა, მოდიან სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა წინადადებებით.

- თქვენ ამბობთ, რომ  იმიტომ „აპიარებთ“ ასეთ  შემთხვევებს, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ჯაშუშობა არ შეიძლება. ეს მასობრივი მოვლენაა?

- ეს სერიოზული მოვლენაა. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში  22 000 „კაგებეშნიკი“ იყო,  უფრო მეტი  „გრუ-ს“   აგენტი.

- ძალიან ბევრი ხომ არ არის?

- რას ლაპარაკობთ,  თქვენ ეტყობა, არ იცით,  რა  არის KGB,  საბჭოთა კავშირი. აღმოსავლეთ გერმანიაში, „Stasi“-ში იყო მილიონი აგენტი.  მაშინ საქართველო  აგენტებით იყო გატენილი, რადგან აქ გადიოდა საზღვარი საბჭოთა კავშირსა და ნატოს შორის.

- როგორ გაიგეთ ამ აგენტების შესახებ? არქივები ალბათ აღარ არის.

- არქივი KGB-მ კავშირის დაშლისას სმოლენსკში გაიტანა, მაგრამ შემორჩა  ფსევდონიმების მცირე ბარათები, ასე რომ, ჩვენ  ზუსტად ვიცით მათი რაოდენობა. მათაც აქვთ კომპრომატები  საქართველოს ბევრ მოქალაქეზე, რომლის გამოც ადამიანი ყველაფერზე წავა. ჩვენ ვიცით, რომ ძველი კავშირების აღდგენას ცდილობენ. ამიტომ სათანადოდ „ვაპიარებთ“  ამ თემას - ხალხს აღარ უნდა ეშინოდეს მათი და ჩვენ უნდა მოგვმართონ. ოპერაცია „ენვერი“ სწორედ ასე გავხსენით,  მოვიდა პირი და განაცხადა: „მე ვიყავი აგენტი, 90-იან წლებში „დამავერბოვკეს“, ახლა კი კვლავ გამოვიდნენ ჩემზე“.  ფილმ „ენვერში“, რომელიც ჩვენ გადავიღეთ, საუბარია იმაზე, რომ არ უნდა გეშინოდეს - სჯობს მოხვიდე პოლიციაში და აღიარო ყველაფერი. მაგრამ ბევრს ჯერ კიდევ ეშინია. ძნელია ეს. ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ საბჭოური მენტალიტეტი აქვს.

სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი ყოველთვის მტკივნეულია. შევარდნაძეს კი ამის გავლა არ სურდა. მას ყველასთან მოლაპარაკება ერჩივნა. ამიტომ გვიწევს ჩვენ ყველაფრის კეთება.

ორიგინალი

ახალი ამბები