კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მიმართვა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში

8 ივლისი, 2011

ბოლო პერიოდში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების  მხრიდან „ქართული პარტიის“ წევრებსა და მხარდამჭერებზე სისტემატურად ხორციელდება პოლიტიკური რეპრესიები, რაც მათ უკანონოდ დაპატიმრებასა და ძალადობაში გამოიხატება.

30 ივნისს დააკავეს:

ლერი ბერიტაშვილი - „ქართული პარტიის“ წევრი;

გოჩა ჩიხლაძე - ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლი;

გაგა გიგუაშვილი - სოფელ ტყვიავის მკვიდრი;

თამაზ ოდიაშვილი - სოფელ ტყვიავის მკვიდრი;

თეიმურაზ ელყანიშვილი - „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის, ეროსი კიწმარიშვილის პირადი მძღოლი; მამიდის, ნაირა ელყანიშვილის თქმით, საპატრულო პოლიციამ დაურეკა, რომ შემოსულია შეტყობინება და მისამართი აინტერესებთ. როცა პოლიციელები სახლში შევიდნენ, მათ არაფერი უთქვამთ, ისე დაიწყეს ჩხრეკა. ამ დროს თეიმურაზ ელყანიშვილს ეძინა, რომელსაც ხმაურზე გაეღვიძა. მას განძრევის საშუალება არ მისცეს. მამიდა კი მოტყუებით ეზოში გაიყვანეს და როგორც თვითონ ამბობს, მისი საკერავი მანქანის მაგიდაზე ყუმბარა დადეს. მამიდამ შეამჩნია, რომ კარადის თავზეც უცხო ნივთი იყო დადებული. კატეგორიულად ითხოვდა ამ ნივთის შემოწმებას, მაგრამ პოლიციელებმა ყურადღება არ მიაქციეს. თეიმურაზ ელყანიშვილი წაიყვანეს და „ნივთმტკიცებები“ თან წაიღეს.

ბესიკ ბერიტაშვილი - „ქართული პარტიის“ ოფისის მძღოლი (ერთი თვეა, მუშაობს), მისი მეუღლის, 5 შვილის დედის, თამარის მონაყოლით ირკვევა, რომ 30 მაისს, გამთენიისას 17 შეიარაღებული და ნიღბიანი პირი შეიჭრა მათ სახლში, ჩაამსხვრიეს  ფანჯრები და დიასახლისის თვალწინ, აბაზანაში თავისივე დადებული იარაღი „აღმოაჩინეს“. მთელი სახლი გაჩხრიკეს. ბორკილებდადებული ბესიკ ბერიტაშვილი სად წაიყვანეს, მეუღლისთვის არ უთქვამთ.

გოჩა ლიჩელი - ირაკლი ოქრუაშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი - გოჩა ლიჩელმა „ქართული პარტიის“ წევრების დაკავების ფაქტების შემდეგ, რამდენიმე დღით ოჯახი დატოვა და ღამეს სხვაგან ათევდა. ოჯახის დიასახლისი, გოჩა ლიჩელის დედა, ემა ლიჩელი მომხდარ ფაქტს  აღწერს: 30 ივნისს ტყვიავში, ღამის 4 საათზე სახლში ერთად უამრავი პოლიციელი შეიჭრა. ოჯახის წევრებს წესიერად ჩაცმის საშუალებაც არ მიცეს და ავტომატები მძინარე ბავშვებს მიუშვირეს, თან უწმაწური სიტყვებით აგინებდნენ. ფანჯრიდან შემოზიდული იარაღი ჩატეხილ იატაკში ჩააწყვეს და დასაკითხად ამის შემდეგ დაიბარეს. ემა ლიჩელის განმარტებით, კარგად იცის, როგორ ატერორებენ ხალხს  და გიჟები არ იყვნენ, იარაღი, კიდევაც რომ ჰქონოდათ, სახლში შეენახათ, მით უმეტეს ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები ყავთ... თანაც იმ ფონზე, როცა გოჩა ლიჩელი ღამეს ოჯახში არ ათევდა ტერორისა შიშით. სულ ცოტა ხნის წინ, სახლის შესაკეთებლად ბანკიდან 1000 ლარის სესხი აიღეს. შეიარაღებულებმა ყველაფერი დაანგრიეს და დაამტვრიეს. თან ცინიკურად ეუბნებოდნენ, ირაკლი ოქრუაშვილი დაგეხმარებათო. გოჩას ეძებდნენ. ამის შემდეგ ემას მეუღლისა და მეორე შვილის, ზურაბ ლიჩელის, ცემაზე გადავიდნენ. ასეთი საშინელება ომის დროს ოსებს და რუსებსაც კი არ ჩაუდენიათ-აღშფოთებით იხსენებს 29-30 მაისის ღამის დატერორებას ემა ლიჩელი. სპეცოპერაციის შედეგად, რადგან გოჩა ლიჩელი არ დახვდათ,  დააკავეს მისი მამა და ძმა, გაიოზ და ზურაბ ლიჩელები. მეორე დღეს გაიოზ ლიჩელი გაანთავისუფლს.

ნუკრი დათებაშვილი - სოფელ ტყვიავის მკვიდრი

თამაზ ბერიაშვილი - თბილისი, ქიბარ ხალვაშის  ყოფილი თანამშრომელი;

ძმები შოთა და ჯიმშერ ჩიხლაძეები - სოფელ  ტყვიავის მკვიდრი;

შალვა საბაშვილი -  დააკავეს 20 ივნისს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, თავისივე ერთი მჭიდით და 30 ვაზნით;

ცნობილია ბრალდებულად სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით.

ხვიჩა მაჭარაშვილი. დაკავება  20 ივნისი. მეუღლე, ეკა მაჭარაშვილი  დეტალურად იხსენებს თუ  როგორ ჩატარდა ჩხრეკა მის სახლში: 18 პოლიციელი სახლში შუაღამისას შეიჭრა. ნამძინარევი ლოგინიდან წამოაგდეს ეკა მაჭარაშვილი. იგი იხვეწებოდა, ჩაცმა ეცლიათ. პოლიციელებმა საძინებელ ოთახში ჩაკეტეს და ბინის ჩხრეკა დაიწყეს.  ჩხრეკისთვის მოითხოვეს, რომელიმე მეზობელი მაინც დაესწროთ, რაზედაც უარი უთხრეს. მერე სათავსოში შეიარაღებულების მიერვე ჩადებული ავტომატი „აღმოაჩინეს“. ვინაიდან მოწმე არ ჰყავდათ, ოქმზე ხელი იმავე პიროვნებამ მოაწერა, რომელმაც ჩხრეკა ჩაატარა. ეკა მაჭარაშვილი ეხვეწებოდა, „ავტომატს ხელს ყველა  ნუ კიდებთ, რადგან თუ  ჩემი ქმრისაა, მისი თითის ანაბეჭდები  იქნება და არ წაიშალოს-მეთქი, მაგრამ ყური არავინ მათხოვა“. მისივე თქმით, მის საცხოვრებელ სახლზე მუდმივად ხორციელდება თვალთვალი. ეკა მაჭარაშვილი ასევე ამბობს, რომ როდესაც სასამართლო პროცესზე თავისი მეუღლე ნახა, დარწმუნდა, რომ ნაცემი იყო და კბილები ჰქონდა ჩამტვრეული.

2011 წელი, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 30 ვაზნით ცნობილია ბრალდებულად სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით.
 
გიორგი საათაშვილი,   დააკავეს    21 ივნისს
. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია  თავად სამართალდამცველების მიერ ჩადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 30  ვაზნით;

ცნობილია ბრალდებულად სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით

დავით შიუკაშვილი, დააკავეს 22 ივნისს 2011 წ. ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი ბინიდან  სამართალდამცავებმა  მათ მიერვე  ჩადებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ  ამ დროს თავად დავით შიუკაშვილი  სარეზერვო სამსახურში იყო გაწვეული  და სენაკში იმყოფებოდა.

ცნობილია ბრალდებულად სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 223 მუხლის მეორე ნაწილით.

კახაბერ ტერაშვილი - დაკავება 20 ივნისი, 2011 წ. -იგი, „ქართული პარტიის“ ორ აქტივისტთან ერთად, 19 ივნისს საკუთარ ოფისში დააპატიმრეს ისე, რომ არანაირი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, „მოდულის“ შენობაში გადაყვანის შემდეგ კი  განუცხადეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

21 ივნისს  მამის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და  30 ვაზნით, რომელიც იქ პოლიციამ ჩადო... ცნობილია ბრალდებულად სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით 2 ეპიზოდში და ამავე მუხლის მეორე ნაწილით,

ლევან ტერაშვილი - თავდაცვის სამინისტროს აპარატის ყოფილი უფროსი, „ქართული პარტიის“ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული კოორდინატორი; დაკავება 22 ივნისი, 2011 წ.  ძმის, კახა ტერაშვილის დაკავების შემდეგ, ცხადია, რომ   ლევან ტერაშვილი იარაღს, კიდევაც რომ ჰქონოდა, სახლში არ გააჩერებდა. ამ დროს კი სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად  ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 30 ვაზნით.- მის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 02 საათზე, 20-მდე შეიარაღებული პოლიციის თანამშრომელი მივიდა, რომლებმაც ლევან ტერაშვილს და მის  მეუღლეს გადაადგილება აუკრძალეს, ასევე არ მისცეს მეზობლების დასწრების საშუალება. ამის შემდგომ მათ  ბინაში სინათლე გამორთეს და ჩხრეკა დაიწყეს. მოგვიანებით,  სინათლე აანთეს, აბაზანაში შევიდნენ და იქიდან  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანეს.

ცნობილია ბრალდებულად სსსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დავით ჯარმელიშვილი. დააკავეს  22 ივნისს. გორის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრი დავით ჯარმელიშვილი, რომელიც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან წინა დღეს გათავისუფლდა, ამჯერად, უკვე სისხლის სამართლებრივი წესით არის დაკავებული.

ჩხრეკის შედეგად მისი ძმის საცხოვრებელი სახლიდან  ამოღებული იქნა პოლიციელების მიერვე ჩადებული  1 ცალი კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი, 1 ცალი მჭიდითა და 15 ვაზნით. ციხიდან წინა დღეს გამოსული ადამიანი რომ იარაღს ძმის სახლში არ შეინახავდა, დიდი მიხვედრა არ სჭირდება.

ბრალდებულია სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და  სსკ 223 მუხლის მეორე ნაწილით.

ბონდო კაკაშვილი. დააკავეს 22 ივნისს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ორლულიანი თოფი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 17 ვაზნით. ბრალდებულია სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და სსკ 223 მუხლის მეორე ნაწილით.

ბრალდების მიხედვით, კახაბერ ტერაშვილმა, გიორგი საათაშვილმა, შალვა საბაშვილმა, ხვიჩა მაჭარაშვილმა, ბონდო კაკაშვილმა, ლევან ტერაშვილმა, დავით შიუკაშვილმა და დავით ჯარმელიშვილმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობები, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ გორის რაიონის ქვეშის ტერიტორიაზე. მან თანამზრახველებთან ერთად 2011 წლის 25 მაისს ხსენებული იარაღი შეინახა სოფ.ქვეშის ტერიტორიაზე ლადო ვაშაგიშვილის ბაღში.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებია: მოწმეების ვახტანგ სარაულის, გიორგი დავითაშვილის, ზურაბ ვანიშვილის ჩვენებები, ასევე ბრალდებულ გიორგი საათაშვილის ჩვენება.

ლევან ტერაშვილის და კახა ტერაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატები არიან: ნანა გულუა, მაკა ბარკალაია; მაჭარაშვილის და ჯარმელიშვილის ადვოკატია რევაზ რევაზიშვილი; შიუკაშვილის ადვოკატი - გიორგი რამაზაშვილი; კაკაშვილის  ადვოკატი - მერაბ მამულაძე; საბაშვილის ადვოკატი - ბონდო ვათიაშვილი.

გარდა ამისა, გორის რაიონში დევნას განიცდიან  „ქართული პარტიის“  წევრები და მხარდამჭერები: ციცინო სინაურიძე, ლევან კლდიაშვილი და როლანდ კლდიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ამ  უკანასკნელს, მიუხედავად იმისა, რომ  70 წლის ხანდაზმულია, 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს, სამართალდამცავები სასტიკად გაუსწორდნენ და ნეკნები ჩაუმტვრიეს, ამჯამად კი პოლიცია სახლში აკითხავს და მის დაშინებას ცდილობს.

მოგმართავთ თხოვნით,  თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მოახდინოთ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა შეწყდეს „ქართული პარტიის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ  რეპრესიები. იმედს ვიტოვებთ, თქვენი მხრიდან ადეკვატური რეაგირების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ადამიანები.

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე,  სოზარ სუბარი

ახალი ამბები