კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

EPA - 26 მაისის ღამის ყველაზე ამაღელვებელი ფოტოები ზურაბ ქურციკიძის გადაღებულია

12 ივლისი, 2011

26 მაისის ღამის ყველაზე ამაღელვებელი ფოტოები ზურაბ ქურციკიძის გადაღებულია. როგორც გამოცემა "ლიბერალი" იუწყება, ამის შესახებ სააგენტოს მთავარმა რედაქტორმა სენგიზ სარენმა განაცხადა.

სარენის თქმით, მათ მოიძიეს ის ექვსი ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ უნდა საუბრობდეს გიორგი აბდალაძე.

"ასეთი ფოტოები ნამდვილად არის და ეს ჩვენი თბილისელი ფოტოგრაფის ნამუშევრების მხოლოდ ერთი ნაწილია, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ფოტოები, რომელიც საქართველოს ყველაზე მეტად შეიძლება აღელვებდეს არის ზურაბის გადაღებული და არა ირაკლის", - განაცხადა სარენმა.

მისივე თქმით, უკვე გასცა მითითებები, რათა მოგროვდეს ყველა დოკუმენტი, რაც ზურაბ ქურციკიძის საქმიანობას უკავშირდება. სააგენტო აზუსტებს რა ფოტოებია ბიუროში თბილისიდან გადაგზავნილი, როდის და რა ოდენობის ჰონორარი აქვს გადახდილი ამ მასალაში EPA-ს. სარენი აღნიშნავს, რომ ეს ფოტოები მათ 200 კლიენტს და 11 ევროპულ ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა.

"თუკი მხოლოდ ეს ფოტოები გახდა ფოტორეპორტიორების დაპატიმრების მიზეზი, ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. თვალს ვადევნებ ამ ამბავს და მინდა აღვნიშნო, რომ საქმის დეტალები ძალიან ბუნდოვანია. ამ ფოტოებიდან, ოთხი ყველაზე დრამატული ფოტო ზურაბ ქურციკიძის სახელით მივიღეთ. დანარჩენი ორი ხელმოწერილია STR-ს მიერ. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვისი გადაღებულია ეს ორი ფოტო, ირაკლის თუ რომელიმე სხვა ფოტორეპორტიორის", – აცხადებს სარენი.

ფოტორეპორტიორებს შორის სატელეფონო ზარების თაობაზე კი სარენი აღნიშნვს, რომ, ჟურნალისტებს, რომლებიც EPA-სთვის ფოტოებს იღებენ, ამისთვის უხდიან.
"განა ფაქტი, რომ ზურაბი ბანკის ანგარიშის დეტალებს ითხოვს იმას არ მიუთითებს რომ ეს ტრანზაქცია ფარული არ იყო", - აცხადებს სარენი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტოს ჯერჯერობით ქართველი სამართალდამცავები არ დაკავშირებიან.

თუმცა, ამასობაში, ჩვენ საქართველოდან სიძულვილისა და მუქარის შემცველ ანონიმურ წერილებს ვიღებთ. არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც პროკურატურა მას ჯერჯერობით არ დაკავშირებია. EPA ამ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატების დაქირავებას და შეგროვილი მასალების ქართული მხარისთვის გადმოგზავნას აპირებს", - აცხადებს EPA-ს მთავარი რედაქტორი.


ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები