კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ზურაბ ქურციკიძის წერილის გამოტანისას პრობლემები შეუქმნან

12 ივლისი, 2011

ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ზურაბ ქურციკიძის წერილის გამოტანისას პრობლემები შეექმნას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო ანდრიაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ დაწესებულებაში პრობლემები გუშინ შეუქმნეს, როდესაც ზურაბ ქურციკიძესთან საუბრის მონიშნული ჩანაწერების წაკითხვას შეეცადნენ. ადვოკატმა აღნიშნა, რომ გუშინ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ქურციკიძეს შეხვდა და მისი განმარტებები მოისმინა, შესაბამისად, მონიშნა ის ღონისძიებები, რაც მას უნდა განეხორციელებინა.

"აღნიშნული მონიშვნების და ჩანაწერების წაკითხვას შეეცადნენ, რის შემდეგაც იძულებული ვიყავი, ფურცლები დამეხია",-განაცხადა ანდრიაშვილმა.

 ზურაბ ქურციკიძე ადვოკატის საშუალებით განცხადების გაკეთებას დღეისთვის აპირებს. ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ფოტოჟურნალისტს 11:00 საათზე შეხვდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები