კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბელორუსი ჟურნალისტები ფოტორეპორტიორების საქმის გასაჯაროების მოთხოვნას უერთდებიან

13 ივლისი, 2011

საზოგადოებრივი გაერთიანება "ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაცია" დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმის გასაჯაროების მოთხოვნას უერთდება. ამის შესახებ ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ბელორუსი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მათთვის კარგად არის ცნობილი ის მეთოდები, რომლითაც ხელისუფლება არასასურველი ინფორმაციის გავრცელებას ებრძვის.

"ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაცია უერთდება ქართველი ჟურნალისტების მოთხოვნას, ფოტორეპორტიორების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყოს მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი", - ნათქვამია განცხადებაში.

ბელორუსი ჟურნალისტების ვარაუდით, ქართველი რეპორტიორების დაკავების მიზეზი მათი პროფესიული საქმიანობა გახდა. კერძოდ, 26 მაისს თბილისში მიტინგის დაშლის კადრები. ბელორუსი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ქართველი ფოტორეპორტიორების საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები