კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

EPA-ს მთავარი რედაქტორი სენგიზ სარენი - ჩვენ უკან არ დავიხევთ

13 ივლისი, 2011

ევროპის პრესფოტოს სააგენტოს (EPA-ს) წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ აპირებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას EPA-ს მთავარმა რედაქტორმა, სენგიზ სარენმა განუცხადა.
 
"ჩვენ არ გაგვიგზავნია დელეგაცია საქართველოში. მე სიამოვნებით ჩავიდოდი თბილისში, მაგრამ ამას არ ვაპირებ, რადგან ჩემს სააგენტოს შპიონაჟი ბრალდება. როცა ყველაფერი გაირკვევა, მაშინ ჩავალ. ვაპირებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალის - ფოტოსურათებისა და გადარიცხვების დღეს გაგზავნას თბილისში, რადგან გახდეს ხელმისაწვდომი ქართული მედიისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატებისთვის. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ვაპროტესტებთ ჩვენი ფოტორეპორტიორის დაკავებას. ვითხოვთ თვალსაჩინო მტკიცებულებების წარმოდგენას ან ბოდიშის მოხდას. საქართველოს ხელისუფლება სააგენტოს აბრალებს, რომ ვართ შპიონაჟის რგოლის ნაწილი",-აღნიშნა სენგიზ სარენმა.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ქურციკიძე EPA-ს ფოტორეპორტიორი იყო. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლას 12 ივლისისთვის აპირებდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები