კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ

13 ივლისი, 2011

საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები, დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეთან დაკავშირებით, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.

"შევთანხმდით, რომ დღევანდელი შეხვედრის რაღაც ნაწილი ყოფილიყო off the records. ჩვენ დავწერთ სტატისა ამასთან დაკავშირებით და გამოქვეყნდება. სამწუხაროდ, მანამდე შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "როიტერის" კავკასიის ბიუროს უფროსმა კორესპონდენტმა, მარგარიტა ანთიძემ.

მისივე თქმით, შს სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მერაბიშვილთან ერთად, ესწრებოდნენ მისი მოადგილე ეკა ზღულაძე და სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი. შეხვდრა 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ "როიტერის" ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, "ასოშეიტედ პრესის" პროდიუსერი სოფო მეგრელიშვილი, "ბლუმბერგის" კორესპონდენტი ჰელენა ბედველი, "ფრანსპრესის" კორესპონდენტი ირაკლი მეტრეველი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები