კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნათია გედენიძე მანამდე გაათავისუფლეს, სანამ სასამართლო მას გირაოს შეუფარდებდა

14 ივლისი, 2011

ერთ-ერთი დაკავებული ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენების შემდეგ, პროკურატურამ გაათავისუფლა მისი მეუღლე ნათია გედენიძე, რომელიც თავდაპირველად ოთხ ფოტორეპორტიორთან ერთად დააკავეს.

ნათია გედენიძისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესი 9 ივლისს დაახლოებით, 15:30 საათისთვის გაიმართა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა და მას ბრალდებულიც ესწრებოდა .

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიპოვა ინფორმაცია. სხვა დეტალებზე სასამართლოში არ საუბრობენ.

ნათია გედენიძის მიმართ ბრალდებამ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ გამოიყენა უფლება და დადგენილებით ნათია გედენიძე სასამართლოს სხდომამდე გაათავისუფლა.

ირაკლი გედენიძეს, გია აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს კი იმავე დღეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. მათი სასამართლო პროცესი დილით ჩატარდა.ფოტორეპორტიორების საქმეზე შსს-მ განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა.

კიდევ ერთი ფოტორეპორტიორი, „ასოშეიტედ პრესის“ წარმომადგენელი შახ აივაზოვი მალევე გაათავისუფლებს. შსს-მ საზოგადოებას განუმარტა, რომ აივაზოვი შუაღამისას „მოწმის სახით“ წაიყვანეს სახლისადან. გაუგებარია, თუ იგი „მოწმის სახით“ წაიყვანეს, მაშინ რით აიხსნება „მოწმის“ სახლის გაჩხრეკა. ამ კითხვაზე პასუხი შსს-ს ჯერ არ გაუცია.

Humanrights.ge

ახალი ამბები