კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა ტუღუშმა შსს-ში ვერ მოისმინა კონკრეტული ფაქტები, რომელიც მას ფოტორეპორტიორების ჯაშუშობაში დაარწმუნებდა

14 ივლისი, 2011

13 ივლისს, ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტები შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს.

როგორც შეხვედრის შემდეგ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ მოისმინეს კონკრეტული ახალი ფაქტები, რომელიც მათ უცხოური დაზვერვის თანამშრომლებთან ფოტორეპორტიორების კავშირში დაარწმუნებდა. მისი განმარტებით, რაც მოისმინეს, აქამდე ნათქვამის განმეორება იყო.

ლაშა ტუღუშის განცხადებით, მინისტრი ცდილობდა დაერწმუნებინა შეხვედრის მონაწილეები, რომ საფუძვლიანი ეჭვები აქვთ, მაგრამ ამის დამადასტურებელი არგუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა.

"რეზონანსის" მთავარ რედაქტორს მიაჩნია, რომ ის მცირე დათმობა, რომელიც სასამართლო პროცესის გასაჯაროებას ეხება, სწორედ მათი პროტესტის შედეგია და შესაბამისად, პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

ტუღუშის განცხადებით, ჟურნალისტებს ჰქონდათ რამდენიმე წინადადება, მათ შორის დაკავებულების თავდებით გათავისუფლების თაობაზე, რაზეც ვანო მერაბიშვილისგან უარი მიიღეს. "თუმცა, არაფერია გამორიცხული",-დასძინა ტუღუშმა. მეორე მოთხოვნა იყო საქმისთვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა, რაზეც შს მინისტრმა თქვა, რომ ის ეთანხმება პროკურატურის პოზიციას სასამართლოს საჯაროობის. "ჩვენ მერაბიშვილს ვუთხარით, რომ სასამართლომდე გარკვეული დროა და ჩვენი ინტერესია საქმე გახსნილი იყოს. მას გაუკვირდა, რატომ არ არის გახსნილიო",-განაცხადა ტუშუშმა და დასძინა, რომ მინისტრის თქმით, სასამართლო დროულად ჩატარდება და ერთ თვეს არ გადააჭარბებს.

შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ესწრებოდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები