კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატის მტკიცებით, სასამართლომ უდანაშაულო ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

14 ივლისი, 2011

შეკვეთილ მკვლელობაში მსჯავრდებულ ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატი თამარ წერეთელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკანონო განაჩენის გამოტანაში ადანაშაულებს.

როგორც პრესკონფერენციაზე თამარ წერეთელმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა საქმეში და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სოლომნიშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

ადვოკატის განცხადებით, ზურაბ სოლომნიშვილი სრულიად უდანაშაულოა.

„მკვლელობა ქილერის მიერ მაღალპროფესიონალურად არის შესრულებული. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ იყო რეალური დამნაშავე. ჩვენ ვითხოვთ სოლომნიშვილის გამართლებას“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ აღიარებითი ჩვენება სოლომნიშვილს წამების და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ დააწერინეს.

ზურაბ სოლომნიშვილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მსჯავრი დასდო შპს „თბილისის ყვითელი ავტობუსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის გია წულაძის შეკვეთილ მკვლელობაში და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები