კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გრიგოლ ვაშაძე - გიორგი აბდალაძეს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა

14 ივლისი, 2011

საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აბდალაძეს ხელი არ მიუწვდებოდა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, თუმცა ის ფოტოებს ტვირთავდა საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კომპიუტერიდან და შეეძლო, ამ კომპიუტერების საშუალებით ზოგიერთ დოკუმენტთან წვდომა ჰქონოდა. გრიგოლ ვაშაძე აქვე დასძენს, რომ ეს დოკუმენტები ძალიან კარგად არის დაცული.

"მე არ ვლაპარაკობ საიდუმლო ინფორმაციაზე. ჩვენ გვაქვს როგორც ღია, ასევე კონფიდენციალური დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროშია, წარმოადგენს რუსეთისთვის და ყველა არაკეთილმოსურნისათვის ინტერესის საგანს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ფოტორეპორტიორების ბრალეულობას ადასტურებს.

"ყველა უნდა დაველოდოთ სასამართლოს, რადგან ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, სადაც მტკიცდება ადამიანის ბრალეულობა და ის, შეესაბამება თუ არა წაყენებული ბრალი მისი დანაშაულის დონეს ან ხარისხს. რაც შეეხება იმ სპეკულაციებს, რომელიც ზოგიერთ ვითომდა გაზეთებში იწერება, რომ თითქოს ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებს, ამაზე კომენტარის გაკეთება სასაცილოა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები