კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის პირად ქონებას დაბა გუდაურში 500.0 კვ მიწის ნაკვეთი შეემატა

18 ივლისი, 2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაბა გუდაურში, 500.0 კვ მიწის ნაკვეთი შეიძინა . დაბა გუდაურში მიწის ნაკვეთი პრეზიდენტის ქონების ჩამონათვალში, 2011 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში გაჩნდა, რომელშიც 2010 წელს მისი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობაა ასახული.

რაც შეეხება პრეზიდენტის სხვა უძრავ ქონებას, პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი, თბილისში, ბარნოვის ქ. #9, 154.0 კვ.მ ფართს და 164.0 კვ., ფართის მანსარდს ფლობს.

დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტმა გასამრჯელოდ 2010 წელს 56 640.0 ლარი მიიღო, 2009 წელს კი - 59 000.0 ლარი. მიუხედავად გასამრჯელოს შემცირებისა, 2009 წელთან შედარებით, 2010 წელს, გაიზარდა პრეზიდენტის საბანკო ანგარიშების ოდენობა.

კერძოდ, პრეზიდენტს დეკლარაციის შევსებისას 2010 წლისთვის "საქართველოს ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 62 993.68 ლარი ერიცხებოდა, მიმდინარე ანგარიშები "საქართველოს ბანკში" ჰქონდა და ერთ ანგარიშზე 52 019.15 დოლარი, ხოლო მეორეზე 1 573.88 ევრო ერიცხება.

სანდრა რულოვსს ერთი ანაბარი, 21 000.0 დოლარის ოდენობის, "თიბისი ბანკში" აქვს, ING BANK ტერნეუზენში კი 85 000.0 ევრო აქვს. ასევე, სანდრა რულოვსს "საქართველოს ბანკში" 2000.0 ლარის მიმიდნარე ანგარიში აქვს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი, საფრანგეთის ბანკ Societe General–ში, 30 000.0 ევრო ერიცხება.

რაც შეეხება 2009 წელს, ამ დროს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები შედარებით ნაკლები იყო. კერძოდ, 2009 წელს მიხეილ სააკაშვილს „საქართველოს ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 29 021.77 ლარი ჰქონდა, ასევე, „საქართველოს ბანკში“ მისი მიმდინარე ანგარიშები 34 479.04 დოლარი და 33.36 ევრო იყო. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მას „თიბისი ბანკში“ 2009 წელს ანაბარზე 30 000.0 დოლარი ჰქონდა, ING BANK ტერნეუზენში კი 60 000.0 ევრო.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტის ოჯახი არც 2009 და არც 2010 წელს არ ფლობდა ისეთ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

რაც შეეხება დაბა გუდაურში მიწის ნაკვეთს, დეკლარაციის მიხედვით, შეუძლებელია იმის დადგენა, პრეზიდენტმა ეს ნაკვეთი იყიდა თუ აჩუქეს, რადგან გრაფა, რომელშიც უნდა მიეთითებინა ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ცარიელია. ასევე, არაფერი წერია გრაფაში, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.

ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები