კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამოქალაქო ფრონტის“ საგანგებო განცხადება

18 ივლისი, 2011
17 ივლისს, გამთენიისას, პოლიციელებმა „სამოქალაქო ფრონტის“ ერთ–ერთი წევრი აკაკი დარასელია დააკავეს. დარასელიას ბრალად ედება ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა–მოხმარება. (260-ე მუხლის მეორე ნაწილი).

გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სამართალდამცავების მიერ წაყენებული ბრალდება არ შეესაბამება რეალობას და ანტისახელისუფლებო პოზიციის მქონე მოქალაქეებზე გამოცხადებული დევნის გაგრძელებაა.

აკაკი დარასელია აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო–საპროტესტო გამოსვლებში. რაც ხელისუფლების მხრიდან მასზე ანგარიშსწორების მიზეზი გახდა.

დარასელიას პირად ჩხრეკას არ ესრებოდნენ არც მოწმეები არც ადვოკატი. ასევე ადვოკატისა და მოწმეების დასწრების გარეშე განხორციელდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ვარაუდს, რომ აღნიშნული დაკავება ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას ისახავს მიზნად.

აკაკი დარასელიას სასამართლო პროცესს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია 18 ივლისს განიხილავს.

სამოქალაქო ფრონტი

ახალი ამბები