კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილი ფოტორეპორტიორთა საქმესთან დაკავშირებით

18 ივლისი, 2011
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და საჯარო გახადოს დაკავებული ფოტორეპორტიორების პროცესი; განახორციელოს მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

2011 წლის 7 ივლისს, დილის 3 საათზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა საკუთარ სახლში 5 ფოტორეპორტიორი დააკავეს. 9 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დახურულ სასამართლო პროცესზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება, რომ ბრალდებულებს „ბრალად ედებათ ჯაშუშობა, ესე იგი უცხოეთის ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისა და სხვაგვარი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გადაცემა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წელზე მეტი ვადით“.

ზურაბ ქურციკიძემ და ირაკლი გედენიძემ გადაიღეს ფოტოები როგორც 21 მაისის საპროტესტო აქციების დროს, ასევე, 26 მაისს საპროტესტო დემონსტრაციის დარბევისას, რომელიც ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს საშუალებით გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ამ ფოტოების მიწოდება გიორგი აბდალაძისგან სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებმაც ითხოვეს. როგორც ქურციკიძის ადვოკატი აცხადებს, ზურაბს, დაკავების დღეს, სახეზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი აღენიშნებოდა, თუმცა დაკავებულმა უარი განაცხადა აღნიშნულის გასაჩივრებაზე.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები  მივიჩნევთ, რომ მტკიცებულებები, რომელიც ფოტორეპორტიორების საქმეში საჯაროდ იქნა წარმოდგენილი, სრულიად უსაფუძვლოა და შეუსაბამო . იმ ფაქტის გათვალისწინებით, თუ რა პირობებში აღიარა ირაკლი გედენიძემ დანაშაული , გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ აღიარებითი ჩვენება მოპოვებულია ზეწოლის შედეგად. ასევე, გია აბდალაძის მიერ ბრალის აღიარება 16 ივლისს, მისი ადვოკატის მტკიცებით, ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოხდა.

სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი გარანტიები ფოტორეპორტიორთა საქმის წარმოების პროცესში. ასევე, მოვუწოდებთ, რომ განახორციელონ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მივმართავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პატივი სცენ ფოტორეპოტრიორთა უფლებას, ისარგებლონ სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის მე-14  და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლებით .

ასევე, მოვითხოვთ, მოეხსნას საქმეს გრიფი ”საიდუმლო”; გაუქმდეს ადვოკატების ხელმოწერილი ვალდებულება - საქმის დეტალების არგათქმაზე, ასევე გამოქვეყნდეს საქმესთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა არასაიდუმლო ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება სასამართლო პროცესამდე.

მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, აქტიურად ჩაერთონ და თვალყური ადევნონ ფოტორეპორტიორთა საქმის განვითარებას. ასევე, უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დაკავებულთა უფლებების დაცვა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში.

ხელმომწერები:

1.    ადამიანის უფლებათა ცენტრი;
2.    კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
3.    წამების მსხვერპლთა ფსიქო-სიციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი;
4.    კავშირი „საფარი“;
5.    ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“;
6.    კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი;
7.    ყოფილი პოლიტ-პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის;
8.    საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციაცია;
9.    საზოგადოებრივი დამცველი;
10.    ჯანმრთელი სამყარო.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ განცხადებას!
 იხილეთ PDF ვერსია

ახალი ამბები