კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გოგი გვახარია: „პრეზიდენტმა თამარ ამაშუკელს ბოდიში უნდა მოუხადოს“

22 ივლისი, 2011

ინტერპრესნიუსი

პრეზიდენტმა თამარ ამაშუკელს ბოდიში უნდა მოუხადოს. ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემა „რეზიუმეში“ კინომცოდნე გოგი გვახარიამ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვებიდან გამომდინარე, ამაშუკელი უფრო დაზარალებულია.

„მე უფრო დესერტი ვიყავი ამ გამოსვლაში და ჩემი აზრით, პრეზიდენტმა თამარ ამაშუკელს ბოდიში უნდა მოუხადოს. ეს პოპულისტური გამოსვლა ჩემთვის სიახლე არ ყოფილა, თუმცა პრეზიდენტი თავის მოქალაქეებს სხვა მაგალითს უნდა აძლევდეს და არ უნდა იწყევლებოდეს. „ვაი შენს პატრონს“ გაგრძელებაა იმ ლექსიკისა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს“, - განაცხადა გვახარიამ.

როგორც კინომცოდნემ აღნიშნა, სინამდვილეში სტატია სულ სხვა რამეს ეხებოდა და წესით, ხელისუფლებას ეს არ უნდა სწყენოდა.

„სტატია ეხებოდა ყალბ თეატრალურობას ჩვენს ცხოვრებაში და საუბარი იყო საპროტესტო გამოსვლებზე, ოპოზიციის და ახალგაზრდობის ერთ ნაწილზე, რომელთა საპროტესტო აქციებზე გამოსვლას ძალიან ყალბი ხასიათი აქვს. ისინი თავს გრძნობენ სცენაზე და უფრო იპრანჭებიან, ვიდრე რამე რეალურად აწუხებთ“, - აღნიშნა გვახარიამ.

გვახარიას ისიც უკვირს, რატომ მონაწილეობენ პრეზიდენტები სასტუმროს გახსნის ცერემონიალებში. მისი თქმით, ამგვარი რამ უჩვეულოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ.

„მის გამოსვლაში ნიცაზე იყო საუბარი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნიცაში პრეზიდენტი სარკოზი რომელიმე სასტუმროს გახსნის ცერემონიალს ესწრებოდეს და მით უმეტეს სიტყვით გამოდიოდეს. ვიცი, ჩვენს პრეზიდენტს ეწყინება, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ. საქართველო არის პატარა პროვინცია, სადაც გზები გაკეთდა, მაგრამ პროვინციალიზმი დარჩა“, - აღნიშნა გვახარიამ.

მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში „შერატონის“ გახსნაზე ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ გამოქვეყნებული თამარ ამაშუკელის სტატიიდან და გოგი გვახარიას ბლოგიდან ფრაგმენტები წაიკითხა, სადაც გაკრიტიკებულია საქართველოში მიმდინარე მშენებლობები, მათ შორის აღმაშენებელზე და რიყეზე.

„ერთი მცირეტირაჟიანი ფერადი ჟურნალი წერს - ვის რად უნდა შენი კიჩი არქიტექტურული ბიჟუტერია. ამ კიჩის სანახავად მე თვითონ უარს ვამბობ სიღნაღში სიარულზე - ამაზე ერთადერთი პასუხია – ვაი შენს პატრონს! მე არ ვსაუბრობ მის გონებრივ შესაძლებლობაზე, არავინ მინდა გავაკრიტიკო, მაგრამ ამას ხომ ჰგონია თავი ძალიან განათლებული, ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონის კლასიკური ტიპი, რომელსაც ჰგონია, რომ ჩენ ვართ ყველაზე ჩამორჩენილები, მახინჯები, გამოუსწორებლები და ჩვენგან არასოდეს არაფერი დადგება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის მიერ გაკრიკიკებულთა ნუსხაში მოხვდა კინომცოდნე, რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი გოგი გვახარია.

„ერთი ინტელექტუალი წერს ამას წინათ – დასვენების დღეებში რიყის პარკთან მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს მთელი ეს ტერიტორია, მეტეხის ხიდი, საფეხმავლო, მშვიდობის ხიდი, ახალი პარკი, აბანოთუბანი ხალხით იყო სავსე. ზუსტად ვერ გავიგე რას აკეთებდნენ. ბავშვებიც მოიყვანეს. ეს ახალგაზრდები რაღამ მოიყვანა აქ? აქეთ-იქით დადიოდნენ, აი, ჩემი მშობლები რომ ამბობდნენ, რუსთაველზე ვსეირნობდითო, ისე. აბა სხვა რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ? არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომაა სასიამოვნო სეირნობა. არაფრით არ მესმის რა უხარია ამ ხალხს - ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები