კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება

22 ივლისი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმდინარე წლის 7 ივლისიდან - ფოტორეპორტიორთა დაკავების დღიდან, იცავს „ჯაშუშობაში“ ბრალდებული ფოტორეპორტიორის ზურაბ ქურციკიძის ინტერესებს.

იმავე დღეს - 7 ივლისს ცენტრის ადვოკატმა, ნინო ანდრიაშვილმა ფოტორეპორტიორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქურციკიძეს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ცხადი იყო, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც ასევე, დაადასტურა პატიმარმა მასთან საუბარში. იმ დროისათვის ქურციკიძე დანაშაულს არ აღიარებდა.

მოგვიანებით ზურაბ ქურციკიძემ დანაშაული აღიარა. თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ეს აღიარება მოხდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად და არ გამოხატავს ქურციკიძის თავისუფალი ნების გამოხატულებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი უარს ამბობს ამ პროცესში შემდგომ მონაწილეობაზე და აპროტესტებს ზეწოლას და ძალადობას პატიმარზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს  საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს რეაგირებისკენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
21.07.11.

ახალი ამბები