კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვს

26 ივლისი, 2011

გელა მთივლიშვილი

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე რეაგირებისათვის საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მიმართა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციოს ცენტრი ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) მხარდაჭერით, 2011 წლის ივნისიდან მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, პროფესიული სტანდარტების დაცვით, ჟურნალისტური მასალების მომზადება და გავრცელება. მცირე ხნის მანძილზე, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გააშუქა ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი და საზოგადოებრივი პრობლემები. ასევე დაიწყო ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მასალებზე დაყრდნობით თითქმის ყველა ინფორმაცია გავრცელდა ნაციონალურ ტელევიზიებში, გაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებში.

ერთი თვის მანძილზე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა საჯარო ინფორმაციების მისაღებად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს 20-ზე მეტი წერილობითი განცხადებით და რამდენიმე ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. ამ ხნის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს არ უშვებდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შენობაში.

მანანა ვარდიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი: „2011 წლის 4 ივლისს, წერილობითი განცხადებით (N6, 7) მივმართეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს და მოვითხოვეთ შემდეგი ინფორმაცია: „2004 - 2011 წლებში რა ოდენობის თანხა დაიხარჯა ქალაქ დუშეთის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე / დუშეთის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის / ცალკეული წლების მიხედვით? (ვითხოვდით, მიეთითებინათ საიდან, როდის და რის საფუძველზე გამოიყო თანხა); რომელმა კომპანიებმა და სად (ზუსტი ადგილის მითითებით) შეასრულეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, თითოეულ პროექტზე რა თანხა დაიხარჯა და კონკრეტულად რა სამუშაო შესრულდა?“

2011 წლის 7 ივლისს, ჩაგვბარდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილები (N31, 32), რომლებიც დათარიღებულია 2011 წლის 5 ივლისით. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ზ. სიანაიძე გვატყობინებს, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შეკრებასა და მომზადებას სჭირდება დრო. „ვეცდებით ინფორმაცია მოგვაწოდოთ 2011 წლის 23 აგვისტომდე“.

ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უსაფუძვლოდ ზღუდავს მათ კანონიერ უფლებას, კანონით დადგენილ ვადაში თავისუფლად მიიღონ და გავავრცელოთ ინფორმაცია.

დაზუსტებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატის კანცელარიაში განცხადება 8 ივლისს არის რეგისტრირებული. თუმცა, ომბუდსმენის ოფისს რეაგირება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ახალი ამბები