საბჭოთა ხელისუფლების დროს რეპრესირებულების უფლებების აღდგენა შესაძლებელია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „კანონი ხალხისათვის“ აცნობეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის გადაწყვეტილებამ საქართველოს წინააღმდეგ შექმნა ახალი შესაძლებლობა რეპრესირებული პირების უფლებების აღდგენისათვის.
„საუბარია, ძირითადში, საბჭოთა ხელისუფლების დროს რეპრესირებული პირების უფლებებზე. მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეპრესიების გზით მიყენებული ზიანი აუცილებლად იქნება ანაზღაურებელი თუნდაც უკანონობიდან და ძალადობიდან დიდი დრო იყოს გასული“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
ხვალ ამ თემაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერენციას მართავს, სადაც საზოგადოებას გააცნობს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. იმ პირების წრეს ვისაც წარმოეშვათ ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
ინტერპრესნიუსი