კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ქურციკიძემ არ იცის, როგორ გაგრძელდება მისი კარიერა EPA-ში

28 ივლისი, 2011

ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის განცხადებით, არ იცის, როგორ გაგრძელდება მისი კარიერა ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-ში.

გაზეთ “რეზონანსისათვის” მიცემულ მცირე ინტერვიუში ქურციკიძემ ჟურნალისტის შეხითხვაზე განაცხადა, რომ არ იცის რა უპასუხოს. ამ ეტაპზე შვებულებაშია.
თუმცა ქურციკიძემ აღნიშნა, რომ სურვილი აქვს ფოტორეპორტიორობას დაუბრუნდეს, ვინაიდან ეს მისი პროფესიაა და სხვა არაფერი იცის.

ქურციკიძის განმარტებით, EPA-სთან თანამშრომლობის იურიდიულ საკითხებზე არავისთან ჰქონია საუბარი. მისი თქმით, ევროპის პრესფოტო სააგენტოს ძალიან დიდ პატივს სცემს.

ფოტორეპორტიორის განცხადებით, არ აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მან შეკითხვებზე, დადგება თუ არა დრო, როდესაც ყველაფერზე ღიად ისაუბრებს და ჰქონდა თუ არა მასზე ძალადობას ადგილი, განაცხადა, რომ კომენტარს არ აკეთებს.

“ინტერპრესნიუსს” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განუმარტა, რომ ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძეს, რომელსაც მსჯავრი ჯაშუშობის მუხლით დაედო, საქართველოს კანონმდებლობით ევროპის პრესფოტო სააგენტოსთან თანამშრომლობა არ ეზღუდება.

ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ნასამართლევი პირების მუშაობას მხოლოდ სახელმწიფო უწყებებში ზღუდავს, კერძო სტრუქტურებში შრომის უფლება კი ნასამართლევებს და მსჯავრდებულებს გააჩნიათ. რაც შეეხება ჯაშუშობის ბრალდებას, ჩუგოშვილის განცხადებით, ამ მუხლზე განსხვავებული რეჟიმი და შეზღუდვები არ არებობს. ამ მუხლით მსჯავრდებულებსაც უფლება აქვთ, იმუშაონ კერძო სექტორში.

26 ივლისს, “ინტერპრესნიუსს” ევროპის პრესფოტო სააგენტოში განუცხადეს, რომ თუ საქართველოს კანონმდებლობა არ არის ზღუდავს ქურციკიძის მათთან მუშაობას, ფოტორეპორტიორთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხს განიხილავენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები