კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკონომიკის სამინისტროსთან მდუმარე აქცია "შეეშვით მედიას!" გაიმართა

28 ივლისი, 2011

"შეეშვით მედიას!" – ამ ლოზუნგით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" წარმომადგენლებმა მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ითხოვენ, სატელეკომუნიკაციო ანძასთან დაკავშირებული აუქციონის გაუქმებას და აუქციონის პირობების დაკონკრეტებას. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სატელეკომუნიკაცი ანძის კერძო კომპანიაში გადასვლით, საფრთხე ექმნებათ იმ ტელევიზიებს და რადიოებს, რომლებსაც, ვერ აკონტროლებს ხელისუფლება.

დღესვე ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმღვანელმა და ანძის პოტენციურმა ინვესტორმა ნინო ჯანგირაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წერილი შეიტანა აუქციონის პირობების დაკონკრეტების მოთხოვნით. ჯანგირაშვილის განცხადებით, თუ აუქციონის ჩატარებამდე ეკონომიკის სამინისტრო მის შეკითხვებზე ოფიციალურ პასუხს არ გასცემს, ის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის წარმოებას დაიწყებს.

აქციას შეუერთდნენ ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი. მათ შორის, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, სოფიო ხორგუანი, ლაშა ჩხარტიშვილი, ალეკო შალამბერიძე, კახა ძაგანია და გიორგი გუგავა.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ მედიას და იბრძოლებენ თავისუფალი სიტყვის დაცვისთვის.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები