კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“დღევანდელი საქართველო გთავაზობთ”

28 ივლისი, 2011
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ვიდეოსტუდია HRIDC.tv წარმოგიდგენთ ახალ დოკუმენტურ ფილმს “დღევანდელი საქართველო გთავაზობთ”, რომლის პრემიერაც 29 ივლისს კინოს სახლში 16.00 საათზე გაიმართება.

ფილმში მოთხრობილია უცხოეთში მყოფი, ეთნიკურად ოსი თანამოქალაქეების ისტორია. რესპონდენტთა ნაწილმა სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი უკვე მიიღო. მათი გადმოცემით, ისინი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ იდევნებოდნენ, რამაც აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინათ.

ფილმში მონაწილეობენ საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ზინაიდა ბესტაევა, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვაჟა ქარქუსაშვილი ისევე, როგორც ეთნიკურად ოსი რიგითი მოქალაქეები.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი მისი უწყების ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს საკუთარი არგუმენტებით პასუხობს.


მისამართი:
ძმები კაკაბაძეების ქ. #2


ახალი ამბები