კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი - გურჯაანის პროკურატურა ოჯახური ძალადობის ფაქტზე რეაგირებას არ ახდენს

1 აგვისტო, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 63 წლის ქალბატონი მეუღლისა და შვილის მხრიდან ყოველდღიურად ძალადობის მსვერპლია. ოჯახის წევრები მას ცემენ, სხეულის დაზიანებებს აყენებენ და მოკვლით ემუქრებიან.

საქმესთან დაკავშირებით უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ პროკურატურას წერილობით 15 ივნისს მიმართა, თუმცა სამართალდამცავებს ადექვატური რეაგირება არ მოუხდენიათ.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორის განცხადებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ მეუღლემ და შვილმა ქალს რამდენჯერმე მიაყენეს სხეულის დაზიანება, რის გამოც მას მკურნალობა დასჭირდა, თუმცა მოძალადეები პასუხისგებაში არ მიუციათ. ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლის შეტყობინებებზე, როდესაც ის ძალადობისგან დაცვას ითხოვს, ადგილობრივი პოლიცია რეაგირებას არ ახდენს.

შეგახსენებთ, რომ „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ოჯახური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთში გამოვლინდა. რეგიონში გამოკითხული ადამიანების 92% ოჯახში ძალადობას, 86% კი ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67% ოჯახის წევრისგან მუდმივად ელის თავდასხმას, მათი 63% ქმარმა გააუპატიურა; 29% კი ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები