კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამი ქართველი ფოტოგრაფის საპროცესო გარიგება და პირობითი სასჯელი

2 აგვისტო, 2011

ვლადიმერ სოკორი, The Jamestown Foundation

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურმა ფოტოგრაფმა, კიდევ ერთმა ფოტოგრაფმა, რომელიც ხელშეკრულებით მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში (ორიგინალში: internal Affairs Ministry contract employee) და სააგენტო European Pressphoto-ს წარმომადგენელმა თბილისში აღიარეს დანაშაული და ჯაშუშობისთვის პირობითი სასჯელი მიიღეს.  სამივე, 7 ივლისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და ეჭვმიტანილები იყვნენ იმაში, რომ რუსული სამხედრო დაზვერვისთვის (GRU) იღებდნენ და აგროვებდნენ საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტებს.

22 ივლისს, 45 წუთიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, სამივე გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან – მათ, ადვოკატებმა, ბრალმდებელმა და სასამართლომ იმავე დღეს ხელი მოაწერეს საპროცესო შეთანხმებას. პრეზიდენტის ოფიციალურ ფოტოგრაფს ირაკლი გედენიძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ  შტატგარეშე ფოტოგრაფს (ორიგინალში:  Interior Ministry’s former photographer on contract), გიორგი აბდალაძესა და EPA-ს წარმომადგენელს თბილისში, ზურაბ ქურციკიძეს მიესაჯათ სამი, სამი და ორი წლით პატიმრობა. იმავე დღეს სასამართლომ შეაჩერა საპატიმრო სასჯელი და ის სამი, სამი და ოთხი წლის პირობითი პატიმრობით შეცვალა. მათ დაუტოვეს საქართველოში პროფესიული მოვალეობების შესრულების უფლება პირობითი პატიმრობის დროს. აბდალაძის ცოლს (ორიგინალში: Abdaladze’s wife) უფრო  მცირე დანაშაულისთვის ექვსთვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურორის ოფისის განცხადებით, ბრალდებულებმა გამოძიებასთან  სრულფასოვნად ითანამშრომლეს და მიაწოდეს მას დამატებითი ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების აქტივობების შესახებ. ამ ინფორმაციის მნიშვნელობამ შეარბილა მათი სასჯელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ბრალდებულებს 12 წელზე ზევით პატიმრობა ეკუთვნოდათ.   საპროცესო გარიგება და სასამართლოს შემწყნარებლობა, ალბათ, იმას ისახავდა მიზნად, რომ კოლაბორაციონისტები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების სხვა აგენტები საქართველოს ხელისუფლებასთან მსგავსი თანამშრომლობისთვის წაექეზებინათ.

სასამართლო დახურულ კარს მიღმა უნდა ჩატარებულიყო, რადგან სამხილები ბრალდებულების მიერ გადაღებული საიდუმლო დოკუმენტებისგან შედგებოდა. ზოგიერთი მათგანი ძალიან სენსიტიური იყო და მათი წარდგენა სასამართლოზე სამხილის სახით არ შეიძლებოდა. დოკუმენტები, რომლებიც წარუდგინეს სასამართლოს შეიცავდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციის  გეგმას, საპრეზიდენტო ნაგებობის დამლაგებლებისა და სახელმწიფო მომარაგების სამსახურის თანამშრომელთა სიას (ეს სააგენტო უწევს მომსახურებას პრეზიდენტის ადმინისტრაციას),  პრეზიდენტის შეხვედრების განრიგს და ქვეყანაში მისი ვიზიტების მარშრუტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურების ერთობლივი  ქმედებების განრიგს, საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ვიზიტის უსაფრთხოების ზომების გეგმას,  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამადიაროვის ბოლოდროინდელი ვიზიტის უმაღლესი დონის შეხვედრების  სტენოგრამების გაშიფრულ ჩანაწერებს და საქართველოს იმ მოქალაქეების სიას, ვინც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ეუთო-ში და ევროპის საბჭოში მუშაობს.

ამ ოფიციალური დოკუმენტების ფოტოასლები აღმოაჩინა გამოძიების პროცესში ბრალდებულთა ბინებსა და კომპიუტერებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურმა. პროკურატურამ ასევე წარმოადგინა იმ სატელეფონო ზარების ნუსხა, რომელიც განხორციელდა ქურციკიძესა და GRU-ს ორ სავარაუდო ოფიცერს შორის.  სასამართლო პროცესიდან რამდენიმე საათში, 22 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სამხილთა ნუსხა თავის ვებ-საიტზე გამოქვეყნა.

ამ ტიპის ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები აშკარად შეეძლო გამოეყენებინა „მეზობელი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს“ (ასეთია საქართველოს ხელისუფალთა ფორმულირება) საპრეზიდენტო ნაგებობეში მტრული შეჭრისთვის, აგენტებისა და ინფორმატორების რეკრუტირებისათვის,  უსაფრთხოების სისტემების გვერდზე ავლისთვის და ისეთი შესაძლო „სპეციალური ოპერაციის“ დაგეგმისთვის, რომლის მიზანიც იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი გუნდის ფიზიკური განადგურება.  კრემლმა არაერთხელ ახსენა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ განზრახული ასეთი ოპერაცია. მისი წინამორბედი, ედუარდ შევარდნაძე  ორჯერ გახდა მკვლელობის მცდელობის სამიზნე. ეს ოპერაციები რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული და იმ დროს მოსკოვის ოფიციალური პირები ღიად მიესალმნენ ამ მცდელობებს.  საქართველოს მთავრობას შეეძლო აღარ მოჰკიდებოდა ზედმეტი სიფრთხილით დოკუმენტებს, რადგან ფოტოგრაფებთან ნაპოვნი მათი ფოტოასლები უკვე გადაეცა საკონტაქტო პირებს რუსეთის დაზვერვიდან.

გედენიძემ, პრეზიდენტის ფოტოგრაფმა,  პირველმა, 9 ივლისს აღიარა დანაშაული. აბდალაძემ, შინაგან საქმეთა  სამინისტროს შტატგარეში ფოტოგრაფმა, თავიდან განაცხადა, რომ დამნაშავე არ არის და შიმშილობა დაიწყო, მაგრამ 18 ივლისს მანაც აღიარა ბრალეულობა. აღიარებას მათი ადვოკატები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აღიარებისთანავე გადასცეს ჩანაწერები ტელევიზიით,  გამოაქვეყნეს ისინი ინტერნეტში და ეს ჩანაწერები დისკებზე ჟურნალისტებს გადასცეს.  აღიარებები მომზადდა საჯაროდ გასავრცელებლად, მაგრამ ვერ ქმნიდნენ საფუძველს ბრალდების წაყენებისთვის. სასამართლოში წარდგენილი იყო მხოლოდ ის დოკუმენტები, რომლებსაც მიაგნეს ბრალდებულებთან.

ქართველ ოპოზციურ ჟურნალისტთა აგრესიულმა ელემენტებმა ეს გამოძიება ისე წარმოადგიენს, როგორც ჟურნალისტთა  და მედიის დაშინების მცდელობა. მსგავსი დასკვნები შეიცავს ხუთ მცდარ მოსაზრებას. პირველი,  გამოძიება არ უკავშირდებოდა ბრალდებულთა არც ჟურნალისტურ და არც პოლიტიკურ აქტივობას, არამედ მარტოოდენ საიდუმლო დოკუმენტების არაკანონიერ გამოყენებას. მეორე,  გედენიძეს და აბდალაძეს იმ მომენტისთვის, როდესაც დანაშაული ჩაიდინეს, ჰქონდათ საჯარო მოხელეების და არა ჟურნალისტების სტატუსი (ქურციკიძე EPA-ს უცხოელი თანამშრომელი იყო). მესამე, სასამართლო ვერ იქნებოდა ღია მედიისა და საზოგადოებისთვის, რასაც ითხოვდნენ აგრესიული ჟურნალისტები, რადგან საქმე ეხებოდა საიდუმლო დოკუმენტებს (ზოგიერთის წარდგენა შეუძლებელი იყო დახურულ პროცესზეც კი) და რუსეთის აშკარა პროვოცირების რისკს შეიცავდა.  მეოთხე, კრიტიკოსებს მთლიანად გამორჩათ საპრეზიდენტო ნაგებობებში რუსეთის პოტენციური შეჭრის შესაძლებლობა და მეხუთე, მოთხოვნა მტკიცებულებათა სრულ საჯაროობასა და მედიის მიერ „დამოუკიდებელი“ გამოძიების ჩატარებაზე სამართლებრივ პროცესს პოპულისტურ ქმედებად აქცევდა.

იმის მაგივრად, გადაეცათ ინფორმაცია საქმის შესახებ, ოპოზიციური პრესა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მედიის თავისუფლებას და ფოტოჟურნალისტიკას საქართველოში ახშობენ.  არგუმენტის სახით ოპოზიციური გაზეთები ფოტომასალისთვის განკუთვნილ სვეტებში ათავსებდა ცარიელ სივრცეებს, რომლებზეც დაბეჭდილი იყო საპროტესტო განცხადებები. ეს ლოგიკა შეგვახსენებდა 2009 წლის საპროტესტო გამოსვლებს, როდესაც ოპოზიციურმა ჯგუფებმა იმიტირებული საკნები დადგეს, არადა საქართველოში პოლტიკური პატიმრები არ არსებობენ. განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში მედიისა  და ფოტოჟურნალისტიკის თავისუფლება იხშობა, ასევე ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება.

ორიგინალი
თარგმნილია foreignpress.ge-ს მიერ

ახალი ამბები