კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელისო ჩაფიძე - "გოლდენ კომის" რეგისტრაციის თარიღი გვეუბნება, რომ ეს კორუფციული გარიგებაა

2 აგვისტო, 2011

კომპანია "გოლდენ კომის" სახელი და მისი რეგისტრაციის თარიღი გვეუბნება, რომ ეს კორუფციული გარიგებაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სატელეკომუნიკაციო ანძის მმართველობის აუქციონი გამოცხადდა "გოლდენ კომის" სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციიდან 7 დღის შემდეგ. თავად ეს კომპანია კი არ არის სარეკლამო და სატელევიზიო ბაზარზე ცნობილი.

ელისო ჩაფიძეს მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება. ასევე, მას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ახალი კომპანიის მხრიდან შეექმნებათ პრობლემები.

"საფრთხე არის ის, რომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს გაუძვირდებათ გადასახადი. გაძვირდება ასევე, სავარაუდოდ, პირდაპირი ჩართვების ღირებულება, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულად იმოქმედებს დამოუკიდებელ მედიაზე", - აღნიშნა ჩაფიძემ.

თბილისის ანძის ახალი მმართველი შპს "გოლდენ კომია", რომელმაც სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გუშინ გაიმარჯვა და ის ანძის "ალფა-კომის" მმართველი გახდა. "ალფა-კომის" 100%-იანი სახელმწიფო წილი "გოლდენ კომმა" აუქციონის წესით, მართვაში 110000 ლარად აიღო. კომპანიის მართვის ხანგრძლივობა 4 წელია. აუქციონის პირობების მიხედვით, ახალი ინვესტორი ვალდებულია სატელეკომუნიკაციო ანძაზე 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, რაც გულისხმობს ანძის ტექნიკურ გადაიარაღებას, დღემდე არ არსებული ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და არსებულის გაუმჯობესებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ აუქციონის შედეგად თბილისის სატელევიზიო ანძა არ გაყიდულა და "ალფა-კომი", რომლის ერთ-ერთი აქტივი თბილისის სატელევიზიო ანძაა, კომპანია "გოლდენ კომს" მხოლოდ 4 წლით გადაეცა მართვაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები