კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან განმარტებას ითხოვს

3 აგვისტო, 2011

სახალხო დამცველის აპარატი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან წერილობით განმარტებას ითხოვს. ომბუდსმენის ოფისს აინტერესებს, რის საფუძველზე მიიღო გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება, რომ „ეცდება მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს 4 ივლისს მოთხოვნილი ინფორმაცია 23 აგვისტომდე მიაწოდოს“.

„საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო ინფორმაცია გასცეს დაუყოვნებლივ. სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, ამავე კანონის 23-ე მუხლით დადგენილ ვადაში მოგვაწოდოთ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია“, - აღნიშნავს მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მჟავანაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ ივლისში მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა საჯარო ინფორმაციების მისაღებად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს 15-ზე მეტი წერილობითი განცხადებით და რამდენიმე ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. ერთ-ერთი განცხადებით მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ითხოვდა ინფორმაციას 2004 - 2011 წლებში რა ოდენობის თანხა დაიხარჯა ქალაქ დუშეთის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე. დუშეთის გამგეობიდან ჟურნალისტს აცნობეს, რომ „შეეცდებიან ინფორმაცია მიაწოდონ 2011 წლის 23 აგვისტომდე“.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს მანანა ვარდიაშვილს მიაჩნია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსაფუძვლოდ შეზღუდა მისი კანონიერი უფლება, კანონით დადგენილ ვადაში თავისუფლად მიეღო და გაევრცელებინა ინფორმაცია, რის გამოც რეაგირებისათვის სახალხო დამცველს მიმართა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები