კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ყოფილი ცოლების კლუბში“ მონაწილეობის გამო ორი შვილის დედა სამსახურიდან გააგდეს

4 აგვისტო, 2011

თელავის რაიონის სოფელ ვანთაში მცხოვრები ნანა ქევხიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ყოფილი ცოლების კლუბში“ მონაწილეობის გამო პურსაცხობიდან გაათავისუფლეს.

ნანა ქევხიშვილის თქმით, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, პურსაცხობის მეპატრონემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პურსაცხობში მისვლა აუკრძალა.

პურსაცხობის მეპატრონე კომენტარს არ აკეთებს.

ნანა ქევხიშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვანთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა იოსებ იოსებაშვილმა განუცხადა, ქალბატონი „ღირსი იყო და სამსახურიდან ამიტომაც გააგდეს“.

გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ია ფარულავამ გუშინ, ღია ეთერით კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს მიმართა და ნანა ქევხიშვილის დასაქმება სთხოვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები