კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება შვიდ პირს წარედგინა

4 აგვისტო, 2011

2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით, ბრალდება შვიდ პირს წარედგინა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ხუთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და იშუამდგომლა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 28-29 ივლისს დამტკიცებულ იქნა საპროცესო შეთანხმებები. ამირან მერებაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი, ალექსანდრე ბიბილურს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი, ნიკოლოზ ზაუტაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი, კობა კობაურს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი და ილია ზივზივაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი მიესაჯა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ხოლო შაქრია ზურაშვილისა და ივანე ჩიღვინაძის მიმართ გამოძიება გრძელდება.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ შემდგომში საზოგადოებას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას, სადაც ამომწურავად და დეტალურად იქნება ასახული გამოძიების პროცესში გამოკვეთილი ყველა ფაქტი და საზოგადოებისთვის საინტერესო გარემოება, მათ შორის ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად უდევს ბრალდებას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები