კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოზურგეთის გამგებელი 180 ათასი ლარის მითვისებაში თანამონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული

4 აგვისტო, 2011

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე 180 ათასი ლარის მითვისებაში თანამონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.
 
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ტაკიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროს მერაბ კურდღელაშვილისგან დამატებით დიდი ოდენობით ქრთამის 20 ათასი ლარის აღებაშია ბრალდებული.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო, დაკავებულია დასუფთავების სამსახურის უფროსი მერაბ კურდღელაშვილი. იგი ბრალდებულია 2010-2011 წლებში ბიუჯეტიდან მიღებული მილიონ ათი ათასი ლარიდან 180 ათასი ლარის მითვისებაში.

გამოძიების ინფორმაციით, კურდღელაშვილს სამსახურებრივ მფარველობას უწევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე. გამოძიება გრძელდება.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ტაკიძეს 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი სახელმწიფო დაწესებულების მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლას განაგრძობს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები