18:27, Friday, 24.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლაგოდეხს სტიქიამ გადაუარა

22.08.2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ლაგოდეხის რაიონში სტიქია 21 აგვისტოს დილიდან გვიან ღამემდე მძვინვარებდა. ლაგოდეხში ზაქათალის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან 70 ოჯახია ევაკუირებული. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე „შრომის ხევმა“ კორპუსების ეზოდან 8 ავტოფარეხი წაიღო, წყალმა მთლიანად დაანგრია რესტორანი „ნაძვები“, დაგლიჯა მრავალწლიანი ხეები, დააზიანა ბუნებრივი აირის მილები, დაწყვეტილია ელექტროსადენები. საცხოვრებელი სახლები, გზები და ნაკვეთები დაიტბორა სოფლებშიც. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.

კახეთში წვიმა 21 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყო. დილით, გურჯაანის თბილისის მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება შეუძლებელი გახდა. კაჭრეთთან და საგარეჯოს რაიონის სოფლებში თოხლიაურსა და მანავში, ძლიერი წვიმის შედეგად ხევებიდან გადმოვარდნილმა წყალმა ცენტრალური საავტომობილო გზა დატბორა. გზაზე წყლის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატებოდა. კაჭრეთთან კი გზა ქვა - ღორღით იყო დაფარული.

გურჯაანის რაიონში ადიდდა მდინარე ჭერმის ხევი. სოფელი ჭერემი გარესამყაროს მოწყდა. სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მდინარე ჭერმის ხევზე გადის. ორხიდიანი მანქანებით გავლაც კი შეუძლებელი იყო.

ძლიერი წვიმის შედეგად საგარეჯოს რაიონის სოფელ ბოგდანოვკაში 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 200 ჰექტრამდე ვენახი დაიტბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.

40-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანშიც, სკოლის უბანში. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გამგეობისგან სახანძრო მანქანებით დახმარებას ითხოვდნენ, რათა დატბორილი სახლებიდან წყალი ამოეტუმბათ, მაგრამ უშედეგოდ.

„არავინ ყურადღება არ მოგვაქცია. ტონობით წყალი ვედროებით გადავღვარეთ. ზოგმა პომპაც ჩართო. რაც პირველ სართულზე გვქონდა, ყველაფერი დასველდა და დაზიანდა. სანიაღვრე არხები არ არის და გზიდან წყალი პირდაპირ სახლებში შემოვარდა“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.

12:00 საათისთვის მდინარე შიბლიანის ხევში ადიდებულმა წყალმა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. სოფელში საცხოვრებელი სახლებიც დაიტბორა.

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის რაიონში ყველა მდინარე ადიდდა. „თუ წვიმამ მალე არ გადაიღო, რთული მდგომარეობა იქნება“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე გია გოზალიშვილმა 13:00 საათისთვის. უკვე 15:00 საათზე, ლაგოდეხში, ზაქათალის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის დიმიტრი ლოლაძის თქმით, ადიდებული მდინარე შრომის ხევიდან წყალი გადმოვარდა და კორპუსებს დანგრევის საფრთხე შეუქმნა. მდინარიდან გამოვარდნილმა წყალმა, ზაქათლის ქუჩაზე 8 ავტოფარეხი დაანგრია, საავადმყოფოსთან მისასვლელი გზა და საფეხმავლო ხიდი წაიღო, რესტორანი „ნაძვები“ კი მთლიანად დაანგრია.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ლაგოდეხის წყალკანალის თანამშრომელი, რომელიც წყალმოვარდნის შემდეგ წყლის გამანაწილებელ პუნქტში დარჩა და გამოსვლას ვერ ახერხებდა, ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

შველას ითხოვდნენ ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის მაცხოვრებლებიც. როგორც ადგილობრივმა გულნაზ მამედოვამ აღნიშნა, ადიდებული მდინარე კაბლის ხევიდან წყალი სოფელში შევარდა, სახლები, გზები და ნაკვეთები დატბორა. ხალხი დატბორილი უბნიდან გასვლას ვერ ახერხებს.

„სულ წყალში ვართ. ვისაც ორსართულიანი სახლის აქვს, მეორე სართულებზე ავიდნენ. სახლში რაც იყო, სულ წყალმა წაიღო. აქედან გასვლა გვინდა, მაგრამ ვერ გავდივართ. ჩემი მეზობელი გადიოდა მანქანით და შიგ ჩავარდა. მანქანა გზაზე დატოვეს და ისევ სახლში დაბრუნდნენ“, - განაცხადა სტიქიით დაზარალებულმა.

კაბალში 500-მდე საცხოვრებელია სახლი დაიტბორა, 80-მდე ოჯახმა სახლები დატოვა. ისინი გვიან საღამომდე ლაგოდეხი - თბილისის გზის პირას იყვნენ შეკრებილები. სოფელში ხელისუფლებიდან არავინ იმყოფებოდა.

ადიდებულმა ხევმა ლაგოდეხის საბაჟო - გამშვებ პუნქტთან რამდენიმე მეტრში საქართველო - აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო. გზაზე მანქანების მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით არის შესაძლებელი, რის გამოც საზღვრის გადაკვეთისას შეფერხებებია.

მდინარეებიდან გადმოვარდნილმა წყალმა ელექტროსადენებიც დაწყვიტა, რის გამოც ლაგოდეხის რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გია გოზალიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მდინარეებიდან წყალი აღარ გადმოდის და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს.

„ზაქათალის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსებიდან 70-მდე ოჯახი ისევ ევაკუირებულია. ბევრ მათგანს სხვა ბინაც ჰქონდა და ღამე იქ გაათია, რამდენიმე ოჯახმა თავი ნათესავებს შეაფარა. მაშველებმა სარდაფებიდან წყლის ნაწილი უკვე ამოტუმბეს, ნაწილს ახლა ტუმბავენ. დღეს ან ხვალ სპეციალისტები სახლების მდგრადობას შეამოწმებენ და თუ ყველაფერი წესრიგში იყო, მოსახლეობა 3-4 დღეში დაუბრუნდება თავიაანთ სახლებს. ზარალი სხვა სოფლებშიც არის და კომისია მუშაობს, რომ ზუსტი მონაცემები გვქონდეს. რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება. ბუნებრივი აირზე ჯერ ვერ გეტყვით. მდინარემ გუშინ მილები გაგლიჯა და სამუშაოებია ჩასატარებელი“, - განაცხადა გოზალიშვილმა.

სტიქიის შედეგად ლაგოდეხის რაიონს სავარაუდოდ 3 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. სტიქიამ სერიოზულად აზარალა საგარეჯოს რაიონიც. სოფლებში შიბლიანში, ყანდაურაში, ბადიაურსა და ბოგდანოვკაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობები და ქსელი მთლიანად განადგურდა. დახრამულია შიდა საუბნო გზებიც. სოფლები სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ზარალის დასადგენად სპეციალური კომისია უკვე მუშაობს.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მართვა ძალიან სუსტია.

„ბუნებრივი კატასტროფების მართვა ისევ რეაგირებით იწყება, მანამდე კი ყველა ეტაპი ჩავარდა - შეფასება, პრევენცია და ა.შ. ამჟამად მდინარე დურუჯი არ ადიდდა, მაგრამ შეფასებები არსებობს, რისკიც გაცილებით მაღალია და მოსალოდნელი კატასტროფის მასშტაბიც, თუმცა პრევენციის ეტაპზე რეაგირება არ ხდება. თუ ხელისუფლებას სურს, რომ ადეკვატური იყოს, საფრთხეების აცილების პროცესი დაუყოვნებლივ, მისი შეფასების ეტაპიდან უნდა დაიწყოს“, - აღნიშნავს რეზო გეთიაშვილი.

კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით, კახეთში თითქმის ყველა ხევის და მდინარის კალაპოტი გაწმენდილი იყო, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად მთიდან ღვარცოფი წამოვიდა, დამცავი ჯებირები მოგლიჯა და წყალმა წაიღო.


[1] 2
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Open
2013-11-19 05:37
What a sweet comment, thank you Reba.. doesn't she look beutfiual?! We will be giving Tami a CD of all of the photos, so she can make sure you get copies!
სახელი: Michael
2013-11-19 02:53
You're the grtsaete! JMHO
სახელი: Laurie
2012-03-30 11:15
It's the , which, just by a twist of the filter, like a plairozer, you can adjust the degrees of the ND factor from 2 stops, all the way down to 8 stops.For the two shot today, I had it set to it's max 8 stops setting, shooting at ISO 200, aperture closed all the way down to f22, so as to get the longest shutter speed possible.This is a HDR photo, with a combined total of twenty-one second exposure, five separate exposures of 1, 2, 4, 6, and 8 seconds.The previous, I agree, disappointingly does not have the same drama as I would like most likely as it was just shot in full (very hot), midday sun. It's ISO, and aperture was the same, exposure was six seconds.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC