13:59, Saturday, 01.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჭკუის სასწავლი პრეცედენტი

25.08.2011

პროკურატურამ პატიმრის წამებაში ბრალდებული პირები დააკავა

ალეკო ცქიტიშვილი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის, რამაზ პატარაიას საქმეზე დაზარალებულის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. დაკავებულები არიან სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც პატიმრის წამებასა და  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი 2010 წლის სექტემბრიდან იცავს პატიმარ რამაზ პატარაიას, რომელიც მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია - ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს და ეტლით გადაადგილდება, აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კრუნჩხვები.

როგორც თავად პატიმარი წერს ახსნა-განმარტებით ბარათში, 2009 წლის 3 დეკემბერს ქუთაისის #2 საპყრობილეში სასტიკად სცემეს ციხის თანამშრომლებმა - ვინმე დათომ (რომლის გვარიც არ ახსოვდა) და ნუგზარ ჟორჟოლიანმა. ისინი პატარაიას ურტყამდნენ  წიხლებს ფეხებში, ზურგსა და თავში, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ცემის შემდეგ პატიმარმა არაერთხელ ითხოვა ექიმის დახმარება და ციხის საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ.

აღნიშნულ ინციდენტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ საქმე 2010 წლის 19 თებერვალს აღძრა.

2010 წლის 29 იანვარს რამაზ პატარაია მეორედ გახდა ძალადობის მსხვერპლი. იგი საბადრაგო სამსახურის თანამშრომელმა სცემა  ქუთაისის #2 საპყრობილიდან მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირებისას. ამ ინციდენტის შემდეგ პატიმარი სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულა და ოქმში მის სხეულზე არსებული დაზიანებები აღწერა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქმეში ჩართვის შემდეგ ,საქმის სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაგზავნა უზრუნველყო. სტრასბურგიდან პროკურატურას მოსთხოვეს, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობდა რამაზ პატარაიას საქმის მოკვლევა და რა კეთდებოდა პატიმრის ადეკვატური მკურნალობისათვის.

რამაზ პატარაიას ცემის ფაქტითა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით - პატარაიასთვის დაუყოვნებლივ ჩაეტარებინათ შესაბამისი მედიკამენტოზური და სტაციონარული მკურნალობა.

პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას და ეჭვმიტანილთა დადგენა/დაკავებას დიდხანს აჭიანურებდა. ამ ხნის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვდა, დამნაშავე პირები პატიმრის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გასამართლებულიყვნენ და მკაცრად დასჯილიყვნენ.

სტრასბურგის სასამართლოს ჩარევის შემდეგ, პროკურატურა იძულებული გახდა, საქმეზე მეტ-ნაკლებად ადეკვატური რეაგირება მოეხდინა.

2011 წლის 22 აგვისტოს, საგამოძიებო მოქმედების - ამოცნობის ჩატარების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დააკავა ქუთაისის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი, ნუგზარ ჟორჟოლიანი და კონტროლიორი დავით სვანიძე. ამოცნობის პროცედურის დროს რამაზ პატარაიამ დავით სვანიძე ადვილად ამოიცნო. ნუგზარ ჟორჟოლიანის ვინაობა კი გამოძიებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, მაგრამ გამოძიება მის დაკავებას აქამდე არ ჩქარობდა.

2011 წლის 24 აგვისტოს აღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. იმ დღესვე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, დავით სვანიძისა და ნუგზარ ჟორჟოლიანისთვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის თაობაზე.

2011 წლის 25 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სამწუხაროა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმხორციელებელი პირების გამოსავლენად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას თითქმის ორი წელი დასჭირდა. არადა, გამოძიებას ადვილად შეეძლო დაედგინა, მომხდარი ფაქტის დღეს ვინ მორიგეობდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ამავე დროს, ჯერ კიდევ არ არის დადგენილი საბადრაგო სამსახურის იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელმაც რამაზ პატარაია 2010 წლის 29 იანვარს სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირებისას სცემა.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის #2 საპყრობილის თანამშრომლებს საბოლოოდ ბრალად არა პატიმრის წამება ან არაადამიანური მოპყრობა, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება წაუყენეს, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება პატიმრის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დამნაშავე პირების დასჯის პრეცედენტს.

იმედია, ეს შემთხვევა დააფიქრებს ყველა მოხელეს, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს აწამებს, რომ ადრე თუ გვიან მათ სასჯელი არ ასცდებათ და სამართალი გაიმარჯვებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC