კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომლის პროცესი დღეს აღარ გაიმართება

2 სექტემბერი, 2011

თელავის რაიონულ სასამართლოში, ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომლის დავით ჩოთალიშვილის პროცესი დღეს აღარ გაიმართება. კახეთის საინფორმაციო ცენტრს 23 აგვისტოს თელავის სასამართლოში განუცხადეს, რომ სასამართლოს საქმის განხილვა 2 სექტემბერს, 12:00 საათზე უნდა დაეწყო, სინამდვილეში სასამართლომ საქმის განხილვა გუშინ, ჩუმად დაიწყო.

წინა სასამართლო სხდომას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ. პროცესის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

საქმეს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი განიხილავს. მოსამართლის თანაშემწის ხათუნა გედეხაურის თქმით, პროცესი 1 სექტემბერს იყო დანიშნული და ცვლილება არ მომხდარა.

მისივე თქმით, სასამართლო საქმის განხილვას 13 სექტემბერს, 12:00 საათზე გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, 2011 წლის 8 ივლისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა შსს-ის სამინისტროს თანამშრომელმა, დავით ჩოთალიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, დაახლოებით 00:15 საათზე, ტაბელური იარაღიდან გასროლით დახოცა შოთა ბატიაშვილი და გიგა გემაზაშვილი. ჩოთალიშვილმა, ესროლა გიორგი დათუკიშვილსაც, მაგრამ ააცილა. გიორგი დათუკიშვილმა გაქცევა მოახერხა.

ჩოთალიშვილს ბრალი ედება საქართველის სსკ-ის 19-109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები