კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საზაგადოებრივი მაუწყებელი“ შესაძლოა, ვაშლიჯვარში განთავსდეს

2 სექტემბერი, 2011

საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ინფორმაციით, „საზაგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა უკვე გაყიდულია და მისი ახალი მფლობელი უცხოელი ინვესტორია.

სააგენტოს წყარო აცხადებს, რომ „საზაგადოებრივი მაუწყებლის“ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გადატანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ პოლიტიკურად ცხელ დღებში აღნიშნული შენობა ხშირად საპროტესტო აქციებისა და შეკრებების მთავარი ადგილი ხდება, ისევე, როგორც პარლამენტი, რომელიც უახლოეს მომავალში ქუთაისში დაიდებს ბინას. 
 
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადგილმდებარეობის შესახებ სააგენტოს ხელთ არსებულ ინფორმაციას ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ლევან გახელაძე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ შენობა არ გაყიდულა. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად დგას.

„შენობა არ გაყიდულა და გაყიდვას არც ვაპირებთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მათ შორის - დედქალაქის მერიასთან. თუ მერია შენობას აგვიშენებს, ასე ვთქვათ, შენობებს გავცვლით. ასე რომ, კერძო ინვესტორს არ ვეძებთ. ჩვენთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქმე ასე ჩუმად ნამდვილად არ ჩაივლის. ამას პრეს-კონფერენციები მიეძღვნება“, - განუცხადა „პირველს“ გახელაძემ.

არ არის გამორიცხული, ამ საკითხისადმი მიძღვნილი პრესკონფერენციები უახლოეს მომავალში გაიმართოს.  

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები