კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა ოჯახის წევრების უსაფრთხოებას ითხოვს

2 სექტემბერი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერ-ირონის“ ხელმძღვანელმა მაია ცაბოშვილმა-ჩიგოევამ, რომელიც ამჟამად კანადაში იმყოფება, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ის ოჯახის წევრების უსაფრთხოებას ითხოვს.

„მოგმართავთ ყველას დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის, ვინც თვლით, რომ ამის ღირსი ვარ! მიზეზთა გამო მავანმა ბოლო დროს დაიწყო სერიოზული შავი პიარი ჩემი სახელის შესაბღალად! ცოტა ხნის წინ მომწერა ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტმა: ერთმა ჟურნალისტმა თქვა, რომ თურმე კოკოითის იდუმალი ელჩი ყოფილხარ კანადაში. ამ ხმების გამავრცელებლები, ვინც ძალიან კარგად იციან ჩემი კოკოითისადმი დამოკიდებულება, იდიოტები სულაც არ არიან და ამიტომ კიდევ უფრო ამაზრზენია მათ მიერ ამ ხმების გავრცელება! ჩემი ოჯახი თბილისშია. ბოლო დროს მეზობლებმა რამდენჯერმე დაინახეს შავი მერსედესი, რომელიც ჩემს სახლთან ჩნდება და პერიოდულად ფოტოებს იღებს. კატეგორიულად ვამბობ! არ ვიცი ამათ ტვინში რა გეგმა იხარშება, მაგრამ დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე პრობლემა ჰქონოდა პოლიციასთან! არც ჩემი ქმარი და არც შვილები არასოდეს არ ყოფილან ნარკოტიკების მომხმარებლები, არასოდეს ჰქონიათ ფინანსურ პოლიციასთან რაიმე პრობლემა და საერთოდ, დღემდე უბანშიც კი არ ყოფილა ვინმესთან თუნდაც შელაპარაკების შემთხვევა“, - ნათქვამია მიმართვაში.

მაია ცაბოშვილი - ჩიგოევა გარკვეული პერიოდის მანძილზე, დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის განათლების მინისტრი იყო. მას 2006 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც სურდა, თუმცა, ედუარდ კოკოითმა მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები