03:05, Friday, 05.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმარს მორგში გადაყვანით ემუქრებიან

02.09.2011

მარიამ იმერლიშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო ანდრიაშვილი რამდენიმე წელია მსჯავრდებულ რუდიკ ოვაკიმიანის უფლებებს იცავს და ღიად საუბრობს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რაც პატიმარ ოვაკიმიანს ეხება.

მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციის გულგრილობისა და უყურადღებობის გამო ტუბერკულოზი გაურთულდა. ამჟამად თბილისის N8 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობს, მაგრამ მის ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება არც აქ არ ექცევა. უფრო მეტიც, იგი მუდმივად ზეწოლის ობიექტია.

ნინო ანდრიაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი: „30 აგვისტოს მოვინახულე მსჯავრდებული, რომელმაც მთხოვა, დავხმარებოდი, რათა იგი გადასულიყო სხვა დაწესებულებაში. მისი თქმით, თბილისის N8 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ამჟამად იმყოფება, მასზე ზეწოლას ახდენენ. ამიტომ იგი იძულებულია, უარი თქვას მკურნალობის კურსის გავლაზე და დაბრუნდეს რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც იგი აქამდე იხდიდა სასჯელს. სამკურნალო დაწესებულებაში რუდიკ ოვაკიმიანი 4 აგვისტოს გადაიყვანეს. ამ დღიდანვე დაიწყო მისი შევიწროება. მსჯავრდებული ერთ ასეთ ფაქტზე მესაუბრა: აგვისტოს შუა რიცხვებში მან თავი ძალიან ცუდად იგრძნო. ერთ დღეს მასთან შესული იყო ექთანი წნევის გასაზომად. ამ დროს შევიდა დაწესებულების უსაფრთხოების უფროსი გიორგი ავსაჯანაშვილი, რომელმაც ექთანს სთხოვა, დაეტოვა მსჯავრდებულის ოთახი, რადგან პატიმარი არ საჭიროებდა მოვლას და მზრუნველობას.  უსაფრთხოების უფროსმა ოვაკიმიანს შეუწყვიტა ბარათით, ტელეფონით, აბანოთი სარგებლობის უფლება და ასევე აუკრძალა სუფთა ჰაერზე გასეირნებაც. „მიწერ საჩივრებს? წერე! აქედან მხოლოდ მორგის საშუალებით გააღწევ“,  - დაემუქრა ავსაჯანაშვილი პატიმარს. ამის შემდეგ მსჯავრდებული ამზადებს საჩივრებს სხვადასხვა სტრუქტურებისთვის - სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის და სახალხო დამცველისთვის. თუმცა, მას არც ერთი სარჩელის გაგზავნის უფლება არ მისცეს, რადგან გავრცელებული პრაქტიკით, ამ დაწესებულებიდან პატიმართა საჩივრები არ იგზავნება.  მე როცა მოვუსმინე პატიმარს, გადავწყვიტე, მისთვის ჩამომერთმია ახსა-განმარტება. ამისათვის  მოვითხოვე ფურცელი და კალამი, რაზეც დაწესებულებამ, მართალია, უარი გადაჭრით არ განმიცხადა, მაგრამ არც გადმომცა აღნიშნული ნივთები. მოთხოვნის განმეორების შემდეგაც არ გადმოუციათ ფურცელი და კალამი. ვიდრე პატიმართან ვიმყოფებოდი ერთად სპეციალურ ოთახში, სადაც, როგორც წესი, ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხვდებიან  ერთმანეთს, ყოფელ ხუთ წუთში ერთხელ  იღებოდა კარი და გვამოწმებდა დაწესებულების თანამშრომელი. ამის გამო მე, როგორც ადვოკატმა, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ერთ-ერთს ვუთხარი კიდეც ამის შესახებ. თუმცა მისგან საკმაოდ უხეში პასუხი მივიღე: „იცი, რას გეტყვი? მე როცა მინდა და რამდენჯერაც მინდა, კარს შემოვაღებ და შენ ამას ვერ დამიშლი!“ ამის შემდეგ ჩვენ მოგვთხოვეს, გადავსულიყავით პაემნების ოთახში, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი შემთხვევა იყო. მიზეზად კი დაასახელეს, რომ ამ ოთახში სხვა ადვოკატი ხვდებოდა მსჯავრდებულს. თუმცა, დაზუსტებით ვიცი, რომ იმ დღეს დაწესებულებაში შესვლის საშვი ჩემს გარდა სხვა ადვოკატზე არ გაცემულა. ფაქტობრივად, არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ პატიმარს გავსაუბრებოდი და მიმეღო  მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება.

მეორე დღეს, 31 აგვისტოს მე უკვე კალმით და ფურცლით ვესტუმრე სამკურნალო დაწესებულებას. პატიმარს დავაწერინე ახსნა-განმარტება. ამის შემდეგ ისევ გვაიძულეს სხვა, ამჯერად სამორიგეო ოთახში გადავსულიყავით, თუმცა - რატომ მიზეზი ჩემთვის გაურკვეველია.  ახსნა-განმარტების გამოტანის დროსაც პრობლემები შემექმნა. საჭირო გახდა ჩემი ჩხრეკის აუცილებლობა, მაშინ, როცა არასდროს არ ჩხრეკენ ადვოკატს დაწესებულებიდან გამოსვლისას. მე გამჩხრიკეს, შემდეგ ჩემს სამუშაო მასალებს გადახედეს და რუდიკ ოვაკიმიანის ახსნა-განმარტება ჩამომართვეს. რა თქმა უნდა, ვიკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას. პასუხი კი მხოლოდ ის იყო, რომ არ მქონდა ახსნა-განმარტების გატანის უფლება. პრობლემის შექმნის შემდეგ დავურეკე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ეკა ქობესაშვილს და ვთხოვე, შეეტყობინებინა მომხდარი ფაქტი უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის. თუმცა, დეპარტამენტისგან რეაგირება არ მომხდარა. ამის შემდეგ დავრეკეთ სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც დაინტერესდნენ  მომხდარით და გადაგვრთეს სამინისტროს ცხელ ხაზზე. თუმცა არც მათგან მიმიღია საგულისხმო პასუხი. ამ ყველაფრით გაღიზიანებულმა პატიმრის ახსნა-განმარტება გადავხიე და სწორედ ამ დროს შემოვიდა ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, რომელმაც მითხრა, რომ მქონდა ახსნა-განმარტების გატანის უფლება. გავოცდი. მას შემდეგ დამრთეს დოკუმენტის გატანის ნება, რაც მე ეს დოკუმენტი დავხიე. შემდეგ მოვინდომე დახეული ქაღალდის გამოტანა. ვიფიქრე, შევაერთებ და გამოვიყენებ მეთქი, მაგრამ ახლა უკვე დახეული ქაღალდები აღარ გამომატანინეს. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რომ მე არ შემძლებოდა პატიმრის ახსნა-განმარტების დაწესებულების გარეთ გამოტანა“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ანდრიაშვილმა.

ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, რომ რუდიკ ოვაკიმიანის ჯანმრთელობას და შესაძლოა, სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. მას სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაცია დევნის და განადგურებით ემუქრება. „შენ რუსთავში გინდა გადასვლა? არა, აქედან მორგში გადაგიყვანენ“, - ეუბნებიან მას ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

5 სექტემბერს 14:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია პატიმარ რუდიკ ოვაკიმიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თემაზე.

ნინო ანდრიაშვილმა უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს, რათა რეგირება მოახდინონ როგორც მსჯავრდებულის, ისე ადვოკატის შევიწროების ფაქტზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC