კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან მოხსნეს

7 სექტემბერი, 2011

გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი გელა ორველაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ორველაშვილი სამსახურიდან საავადმყოფოში არსებული მნიშვნელოვანი დარღვევების გამო გაათავისუფლეს.

სამსახურიდან ორველაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. თავად ორველაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მისთვის არავის უცნობებია. „მე ამის შესახებ არაფერი ვიცი და თქვენ ვინ გითხრათ? ტყუილია“, - აღნიშნა გელა ორველაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გურჯაანის საავადმყოფოს დირექტორად ქირურგი ოთარ რუაძე დაინიშნა. ოთარ რუაძე გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მანანა გოგაშვილის შვილია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები