კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შატილის თემის რწმუნებული ჟურნალისტისთვის კომენტარის მიცემის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

7 სექტემბერი, 2011

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შატილის თემის რწმუნებული ნინო ჭინჭარაული სამსახურიდან გაათავისუფლა. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შატილის რწმუნებულს ჟურნალისტებისთვის მიცემული კომენტარი არ აპატიეს.

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა 16 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია დუშეთის გამგებელს და ზურაბ ოტიაშვილს კორუფციაში ადანაშაულებენ. სტატიაში დუშეთის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დოდო ჩოხელი აცხადებდა, რომ 2009 წლის ნოემბერში, შატილში გამგეობამ ნაპირსამაგრ სამუშაოებზე 9 422 ლარი გახარჯა, არადა ამ დროს შატილში ნაპირსამაგრი სამუშაოები ვერ ჩატარდებოდა, რადგან დიდი თოვლი იყო.

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მაშინ ნინო ჭინჭარაულმა დაადასტურა, რომ 2009 წელს შატილში მისასვლელი გზა ოქტომბრის ბოლოს ჩაიკეტა, გაზაფხულამდე არ გახსნილა და შატილში არაფერი გაკეთებულა.

დაზუსტებული ინფორმაციით, სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 17 აგვისტოს ნინო ჭინჭარაული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაიბარეს და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს. ჭინჭარაული ადასტურებს, რომ განცხადება თავად დაწერა, ოღონდ ამბობს, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო. „სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება საკუთარი სურვილით დავწერე. გავთხოვდი და შატილში სიარულს ვეღარ შევძლებ“, - აღნიშნა ჭინჭარაულმა.

„ჭინჭარაულმა რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით თვითონ მოგვმართა. მისი განცხადება დავაკმაყოფილეთ“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა.

ამჟამად შატილს რწმუნებული არ ჰყავს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები