13:33, Thursday, 17.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„არ გამოვრიცხავ, დემეტრაძე მოკლან და მერე თვითმკვლელობად გაასაღონ“

08.09.2011

„ასე მითხრა, ისეთ მდგომარეობაში ვარ, შეიძლება თავი ჩამოვიხრჩოო“

ეკა ასათიანი , „კვირის პალიტრა“


საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე უმძიმეს მდგომარეობაშია. იგი ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის გასამართლებული, მისჯილი აქვს 6 წელი და ამ ეტაპზე საკასაციო საჩივრის განხილვასა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

დემეტრაძეს საპროცესო გარიგება შესთავაზეს, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაც ბრალის აღიარებაა. მან უარი განაცხადა და როგორც ჩანს, ურჩობისთვის ისჯება. ადვოკატ მარიკა ფხალაძის თქმით, პატიმარი თვითმკვლელობის ზღვარზეა. ადვოკატმა ეს ინფორმაცია გასულ კვირას გაახმაურა, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი რეაგირებას არ ჩქარობს.

მარიკა ფხალაძე, ადვოკატი: „კვირაზე მეტია, გიორგი აღარ მინახავს. სავარაუდოდ, ამ კვირაში მოვინახულებ და იმედია, მისი მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესებული იქნება. გაუსაძლის პირობებში იყო, თვითმკვლელობამდე იყო მისული. როცა შემხვდა, მოშორებით დაჯდა, სამი კვირაა, რაც კბილის ჯაგრისი თვალით არ მინახავს, არ მიბანავია და ვერ შეგაწუხებო. ადმინისტრაცია მას ბარათით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს. დემეტრაძე ყოველდღე ითხოვს ბარათს, მაგრამ ამაოდ. წარმოიდგინეთ, სამი კვირაა დემეტრაძის საკანში საერთოდ არ შედის ჰიგიენური საშუალებანი, ტუალეტის ქაღალდიც კი...

პატიმრებს სუნსა და აუტანელ სიბინძურეში უწევთ ყოფნა, რაც წამების ტოლფასია. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთავის მე-6 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ფაქტობრივად, მშიერია. მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს აჭმევენ ლობიოს, სხვა დღეებში საზიზღარი საჭმელი შეაქვთ, რომელსაც ცხოველიც კი ვერ შეჭამს. გიორგის მხოლოდ ერთხელ უჭამია, მაგრამ ღებინება დააწყებინა. წესით, დღეში ერთი საათით თუ საათ-ნახევრით პატიმარი ჰაერზე უნდა გაჰყავდეთ, მას კი ამის საშუალებასაც არ აძლევენ.

ასე მითხრა - ისეთ მდგომარეობაში ვარ, შეიძლება თავი ჩამოვიხრჩოო.  ვაცხადებ, შეზღუდვები თუ არ მოუხსნეს, სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მივმართავთ   და მოვითხოვთ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

- სხვა პატიმრების მდგომარეობაც ანალოგიურია თუ მხოლოდ დემეტრაძეს ექცევიან ამგვარად?

- როგორც ჩანს, ადმინისტრაციამ ერთ საკანში შეყარა სხვა ისეთი პატიმრებიც, რომლებიც თვალში არ მოსდის. ისინიც ვერ სარგებლობენ იდი-ბარათებით. გიორგის ვკითხე, რატომ დაგსაჯეს, კონფლიქტი ხომ არ მოგივიდა ვინმესთან-მეთქი. იუარა. ამბობს, რომ მიზეზი ან საბაბი არ მიუცია არავისთვის.

ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“: „ციხის ადმინისტრაცია არღვევს კანონს, როცა პატიმარს ბარათით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს. პირველადი მოხმარების საგნების შეძენა მხოლოდ ამ ბარათის საშუალებით არის შესაძლებელი. ადმინისტრაციის საკვები უხარისხო ზეთზე მზადდება, რომელიც მეორადი გადამუშავების პროდუქტია და ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამ საკვების ჭამას შიმშილი ჯობს. განსხვავებული აზრის მქონე პატიმრებს, რომლებიც არ თანხმდებიან თანამშრომლობაზე, აგენტობაზე, დასმენაზე, ასე უსწორდებიან. ვცდილობთ, ამ ფაქტზე საერთაშორისო  ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა, თუმცა ვიდრე რეაგირებას მოახდენენ ხელისუფლებაზე, ამასობაში დემეტრაძემ შეიძლება ვერც კი გადაიტანოს ამგვარი წამება. შიში მიპყრობს, როცა ვიგებ, პატიმარმა შეიძლება თავი მოიკლას. არც იმას გამოვრიცხავ, დემეტრაძე მოკლან და მერე თვითმკვლელობად გაასაღონ“.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC