კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დარიალიჰესის მშენებლობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები სათანადოდ შეფასებული არ არის“

12 სექტემბერი, 2011

შპს „დარიალ ენერჯის“, რომელმაც ყაზბეგის რაიონში დარიალიჰესის მშენებლობა ერთ თვეში უნდა დაიწყოს, ამ დრომდე არც ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასება აქვს გაკეთებული და არც პროექტით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები აქვს გათვლილი. ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსმა ქეთი გუჯარაიძემ განუცხადა.

„კომპანიამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მოსახლეობასა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული ზეგავლენა და ნარჩენების მართვა. „დარიალ ენერჯის“ მიერ დღემდე გამოქვეყნებულ არცერთ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმ ფაქტზე, თუ რა რაოდენობის წყალი დარჩება მდინარეში, იმ მონაკვეთზე, სადაც წყალი 1700 მ სიგრძის სადერივაციო არხში მოექცევა. პროექტის ავკარგიანობის განსაზღვრისთვის ამ საკითხებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ამ თემების იგნორირება პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაკლოვანებად უნდა ჩაითვალოს,“ - აღნიშნავს ქეთი გუჯარაიძე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 109 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობაში 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. პროექტის მიხედვით, ჰესი ექსპლუატაციაში 2014 წელს უნდა შევიდეს. დარიალიჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში საქართველო მოიხმარს, ზაფხულში კი ელექტროენერგიის ექპსორტი თურქეთში განხორციელდება.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები