კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში მოქმედი არასამთავრობოები საიას სოლიდარობას უცხადებენ

12 სექტემბერი, 2011

საია საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ავტორიტეტული და წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში დიდ სამუშაოს ეწევა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისათვის. იგი ამ ბოლო დროს, 26 მაისის მოვლენების დროს დაღუპული ადამიანების შესახებ მასალების შეგროვების გამო, ხელისუფლების ზეწოლისა და მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების შავი პიარის ობიექტად იქცა. ჩვენ ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც ხელისუფლების მიერ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობას და ვგმობთ მას. ამასთან ხელისუფლებისგან მოვითხოვთ მიმდინარე წლის 26 მაისს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით საიას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოძიების დროულ დაწყებას.

აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირი,

სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის,

დემოკრატიის ინსტიტუტი,

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი,

დაიცავი საქართველო,

სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია

ახალი ამბები