კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქეთი დოლიძე მის საკუთრებაში არსებული ბინის აუქციონზე გატანას ეწინააღმდეგება

13 სექტემბერი, 2011

რეჟისორი ქეთი დოლიძე მის საკუთრებაში არსებული ბინის აუქციონზე გატანას ეწინააღმდეგება.

როგორც მან დღეს საკუთარ სახლთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „წლების წინ დადებული თაღლითური გარიგების გამო“ დღეს მას ბინას ართმევენ - ბინას, რომელშიც მამამისი, რეჟისორი სიკო დოლიძე ცხოვრობდა.

„სანამ ცოცხალი ვარ, იმ ბინაში არავის შევუშვებ, დავჯდები მამაჩემის ოთახში და თუ ნივთებს ფანჯრიდან გადმომიყრიან, გადმომიყარონ. რა გავუკეთე ამ ქვეყანას ცუდი, რა დაუტოვა საქართველოს მამაჩემმა კარგის მეტი?! ნუთუ ჩემს დასაცავად არავინ გამოვა?!“ - აღნიშნა რეჟისორმა.

ცნობისთვის, წლების წინ თეატრალურ ფესტივალ „საჩუქრის“ გამო რეჟისორმა საკუთარი ბინა დააგირავა, თუმცა ირწმუნება, რომ ხელი არაფრისთვის მოუწერია.

ქეთი დოლიძის მტკიცებით, იგი „ხელისუფლების თაღლითური გარიგების მსხვერპლი“ გახდა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები