კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

WIKILEAKS: „2009 წლის 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე მისვლა ილია მეორემ დამსწრეთა მიერ „უცნობის“ მესიად აღქმის გამო გადაიფიქრა“

13 სექტემბერი, 2011

Wikileaks-ის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 2009 წლის 26 მაისის აქციაზე მისვლას გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება ეროვნულ სტადიონზე მყოფთა მიერ გიორგი გაჩეჩილაძის მესიად აღქმის გამო შეცვალა.

ამის შესახებ სკანდალური საიტის მორიგ საიდუმლო მასალაშია საუბარი, რომელიც 2009 წლის 25 ივნისით თარიღდება და საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის ჯონ ტეფტისა და სასჯელაღსრულების იმჟამინდელი მინისტრის დიმიტრი შაშკინის საუბრის შინაარსს ასახავს.

„როგორც ტეფტთან საუბრისას შაშკინმა განაცხადა, 2009 წლის 26 მაისის აქციას იგი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად ადევნებდა თვალს. მათ საპატრიარქოდან წყარომ შეატყობინა, რომ პატრიარქი აქციაზე მისვლას გეგმავდა. ყველა მაშინვე მიხვდა მსგავსი სტუმრის მნიშვნელობას, მაგრამ იცოდნენ, რომ პატრიარქის გადარწმუნების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. შაშკინის თქმით, როცა გიორგი გაჩეჩილაძეს („უცნობს“) სტადიონზე, როგორც მესიას, ისე დახვდნენ, პატრიარქი გაბრაზდა და ამის გამო ქადაგების დროს მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელიც ფართო საზოგადოებამ არასაპარლამენტო ოპოზიციის დაგმობად და სააკაშვილის მხარდაჭერად აღიქვა“, - ვკითხულობთ მასალაში.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები