კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დარიალიჰესის მშენებლობა დაიწყო

13 სექტემბერი, 2011

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 109 მგვტ სიმძლავრის დარიალიჰესის მშენებლობა დაიწყო. ეს ინფორმაცია მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შპს „დარიალ ენერჯის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა დაუდასტურა.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ შპს „დარიალ ენერჯის“ დარიალიჰესის მშენებლობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები ამ დრომდე სათანადოდ არ ჰქონდა შეფასებული. „დარიალ ენერჯის“ გენერალური დირექტორი ამ ინფორმაციას უარყოფს:

„გარემოზე ზემოქმედების შეფასებით დაიწყო ყველაფერი. ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები, შევხვდით მოსახლეობას და ყაზბეგში დიდი პრეზენტაციაც მოვაწყეთ. ეს ეტაპი ყველა პროცედურის დაცვით გავიარეთ. გარემოზე ზემოქმედების შეფასება რომ არ გვქონდეს გაკეთებული, არც ერთი საფინანსო ინსტიტუტი თანხას არ მოგვცემდა“, - ამბობს იორდანიშვილი.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პრეზენტაცია, რომელზეც იორდანიშვილი საუბრობს, დაბა სტეფანწმინდაში 12 აგვისტოს გაიმართა და „დარიალ ენერჯიმ“ ამ პრეზენტაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიში წარადგინა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ „დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმის“ თანახმად, „დარიალ ენერჯიმ“ სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) ნოემბრის დასაწყისში უნდა ჩააბაროს.

დარიალიჰესი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, მდინარე თერგის მარჯვენა ფერდზე, მდინარე ყუროს და ხდის წყალს შორის შენდება. ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, მშენებლობაზე კი 150 ადამიანი დასაქმდება. პროექტის მიხედვით, ჰესი ექსპლუატაციაში 2014 წელს უნდა შევიდეს.

დარიალიჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში საქართველო მოიხმარს, ზაფხულში კი ელექტროენერგიის ექპსორტი თურქეთში განხორციელდება.

საქართველოს მთავრობასა და შპს „დარიალ ენერჯის“ შორის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება 2011 წლის 19 მაისს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და შპს „დარიალ ენერჯის“ დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა მოაწერეს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები