16:58, Saturday, 06.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აჭარის პოლიციის II განყოფილების უფროსი ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტს დაპატიმრებით დაემუქრა

13.09.2011

აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციის II განყოფილების უფროსი ემზარ სურმანიძე ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის რეგიონის კოორდინატორს და humanrights.ge-ს ჟურნალისტს, მაკა მალაყმაძეს დაპატიმრებით დაემუქრა.

სურმანიძის გაღიზიანება ადამიანის უფლებათა ცენტრის შეკითხვამ გამოიწვია. კითხვა პირადად მას და პოლიციის განყოფილების მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეხებოდა. ჟურნალისტმა მას კონკრეტულ სისხლის სამართლის  საქმესთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. კერძოდ, საუბარია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვის ბრალდებით, ზაზა მჟავანაძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.

როგორც ბრალდებულის ძმამ, ვაჟა მჟავანაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრთან განაცხადა, ამ საქმის დეტექივ-გამომძიებელმა ემზარ სურმანიძემ 4 კბ.მეტრი ხის მასალა გამოსძალა, ასევე იყო სხვა ფაქტებიც.

„გამომძიებლებთან ურთიერთობისას ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საქმე მაქვს მძარცველებთან და ბანდიტებთან. გამომძიებელ ემზარ სურმანიძესთან როცა შევედი, პერანგის წინა ჯიბეში ჩადებული სათვალე უკითხავად ამომაცალა და მოირგო - ასეთს შენ კიდევ იყიდი, მეზღვაური ხარ და მაჩუქეო. შემდეგ, სხვა შეხვედრებისას, სადილობის დროს, გვეუბნებოდნენ, გვშიაო. სამჯერ რესტორანში დაგვაპატიჟებინა თავი. ქობულეთის სასამართლოში მისვლისთვის, თავის სამსახურეობრივ მანქანაშიც 10 ლიტრი საწვავი ჩვენ ჩაგვასხმევინა. ეს არის კორუფცია და მექრთამეობა“, - განაცხადა ვაჟა მჟავანაძემ.

მაკა მალაყმაძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის კოორდინატორი, ჟურნალისტი: „12 სექტემბერს 17:00 საათისათვის ემზარ სურმანიძეს შევხვდი აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციის II განყოფილებაში. მანამდე იგი ქობულეთის პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელი იყო. მჭირდებოდა მისი კომენტარი იმ ფაქტებზე, რაც ჩვენმა რესპოდენტმა, ვაჟა მჟავანაძემ ცენტრში განაცხადა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სურმანიძემ გაიგო, რა საქმეზე ვიყავი მისული, განაცხადა, რომ ჩემთან საუბარი არ სურდა და მოიმიზეზა მოხუცი მოქალაქე, რომელსაც ჩემს მიღებამდე ესაუბრებოდა. შემდეგ თავისი კაბინეტი დატოვა და მეც, იძულებული ვიყავი, კაბინეტიდან გავსულიყავი. პოლიციის შენობის ჰოლში და შესასვლელში კი ხმამაღლა მეუბნებოდა: „შენ ხარ პროვოკატორი და ამისთვის დაგაპატიმრებ. შენ ჩადიხარ დანაშაულს. მე ძალიან ბევრი საქმე გამომიძიებია, და თუ თქვენ ახლა საქმეს იძიებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. ახალგაზრდა გოგო ხარ და ძალიან დიდ შეცდომაში შეყავხარ ვიღაცას. რა შეკითხვებზე უნდა გიპასუხოთ, ვინა ხართ? პროვოკატორი ხარ და მაგისთვის დაგაკავებ. შევხვდებით ჩვენ კიდევ სხვაგან!“

ამის შემდეგ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ემზარ სურმანიძე თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მანამდე კი მაკა მალაყმაძის წარმომავლობითაც დაინტერესდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ-გაზეთი humanrights.ge მოქალაქე ვაჟა მჟავანაძის საქმეზე სტატიას ამ დღეებში გამოაქვეყნებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: gvanca
2012-03-08 16:39
maka kargi gogo xar kvelafer simartles rom cer magram erti ragaca dzalian mnishvnelovani racaa magi ki gamogracha da ratom dagemartat es tqven da tqvens organizacias?
სახელი: სვანი
2011-09-15 10:39
მაკა თუ დაგიჭირეს კარგია, ცოტას მაინც დაისვენებ და ახალი ენერგიით გააგრძელებ მოღვაწეობას...
პ.ს. მაგარი გოგო ხარ...
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC